|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ
§43. თვითონ საქმე ანუ მოქმედება
ბოლოს, ყველა ამ სულიერ პროცესთა შედეგად,
განსაკუთრებით კი ნების გადაწყვეტილების შედეგად გვეძლევა თვითონ საქმე, ქცევა.
აშკარაა, რომ ეს უკანასკნელი აქტი, ეს ქცევა, მუდმივ, აუცილებელ კავშირშია
ნებასთან, რადგანაც ნება, ვიმეორებთ, მაშინ გვაქვს მხოლოდ, როცა ჩვენ დარწმუნებული
ვართ, რომ ეს გარკვეული მოქმედება ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ. ნების
გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ მოქმედებას, თუმცა ზოგჯერ ვერ
ვაღწევთ სასურველს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო.
|
|