მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

პირველი განყოფილება

 

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

 

თავი მეორე

 

სულიერ უნართა ანალიზი

 

ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ

 

§42. ნება ანუ ნდომა

 

ნება სულის უკვე თავად გადაწყვეტილებაა, თავად განზრახვაა, მიმართოს თავისი ძალები სურვილის შესრულებისაკენ. იგი შედეგია ჩვენი მსჯელობისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვსურს, რისკენაც მივყავართ საჭიროებას. მე მინდა, ეს ნიშნავს, მე მსურს და ვერაფერი შემიშლის ხელს სასურველის მიღწევაში. შემდეგ მაგალითში მოცემულია სურვილისეულ უნართა ყველა ზემოაღწერილი მოქმედებანი. თუ კაცს დიდი ხანია არაფერი უჭამია, თავს იჩენს ჭამის საჭიროება. ეს საჭიროება ბადებს მოუსვენრობას, რომელსაც შიმშილი ეწოდება. ამ მდგომარეობისას, ე.ი. შიმშილის დროს, ადამიანი თავის სულიერ ძალებს მიმართავს ამ საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ, ე.ი. განსჯა ეუბნება მას რაოდენ აუცილებელია საჭმელი, წარმოსახვა წარმოუდგენს მას იმ სიამოვნებას, რომელსაც მას საჭმელი მოუტანს, - სულის ეს მდგომარეობა არის სურვილი. ბოლოს, ადამიანი ხედავს პურს და გადაწყვეტს აიღოს იგი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, შერწყმულია აზრთან, რომ მას შეუძლია აიღოს პური, რომ ამას წინ არ ეღობება წინააღმდეგობა, არის ნება, ნდომა.