|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ
§39. სურვილი
მოუსვენრობის მდგომარეობაში, რომელსაც რაიმე გასაჭირი იწვევს,
ადამიანი თავის ყურადღებას და ყველა უნარს საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ მიმართავს.
განსჯა ეუბნება მას, თუ რა მოცულობით უნდა მიიღოს მან საჭიროების საგანი, წარმოსახვა
უხატავს იმ სიამოვნებას, რომელსაც იგი მიიღება საჭიროების დაკმაყოფილებით, გააზრება
უჩვენებს დაკმაყოფილების საშუალებებს, ერთი სიტყვით, სულის ყველა უნარი მიმართულია
გასაჭირისაკენ, და სულის ასეთ მდგომარეობას სურვილი ეწოდება. მაშასადამე, სურვილი
წარმოდგენათა წარმონაქმნია.
|
|