|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ა) შემეცნებითი უნარების შესახებ
§36. ცნება
ცნების როგორც უნარის მნიშვნელობა რომ ავხსნათ, ამისათვის განვიხილოთ
წარმოშობა თვითონ სიტყვისა ცნება - „понятие". ეს სიტყვა წარმოიშვა სლავური
სიტყვიდან „понять", რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა, და ახლაც სლავურ ენაზე ნიშნავს, აღებას,
მითვისებას, შეთვისებას. ხოლო როცა ეს სახელწოდება მისცეს სულიერ უნარს, უდავოა,
მხედველობაში ჰქონდათ ამ მოქმედების მსგავსი რამ. და მართლაც,
ცნება ნიშნავს სულის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც იგი ითვისებს ცოდნას,
მაშასადამე, იგი ერთგვარად საერთო სახელია ყველა უნარისა. ყოველივე, რაც ჩვენ
მოგვიპოვებია ყურადღების, მსჯელობის, დასკვნის, წარმოსახვის საშუალებით და
შესანახავად გადაგვიცია მეხსიერებისათვის, ყოველივე ეს არის ცნება. სწორედ ასეთივე
მნიშვნელობით ვხმარობთ ჩვენ ამ სიტყვას, როცა ვინმეს ვეკითხებით: გაიგე თუ არა ეს?
(понял ли ты это?) ან: შეიმუშავე თუ არა ამის შესახებ ცნება? (составил ли ты об
этом себе понятие?). ამიტომ ცნება არის არა რაიმე ცალკეული მოქმედება სულისა,
არამედ თავის თავში მოიცავს მის ყველა დანარჩენ მოქმედებებსა და უნარებს.
|
|