|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
§29. ძირითადი სულიერი ძალის ანუ უნარის შესახებ
წინა თავის გამოკვლევებმა გვაჩვენეს ისიც, რომ სულის მთავარი ძალაა, ძირეული უნარია უნარი
შეგრძნებისა, რამდენადაც ჩვენ ადამიანის, არამატერიალური არსების, ყოფიერება იმის
საფუძველზე დავასაბუთეთ, რომ ეს არსება თავის თავს თავის შეგრძნებებში ამჟღავნებდა.
თუმცა თავისუფალი მოძრაობის უნარი ასევე მისი თავდაპირველი ძალაა, მაგრამ,
ცხადია, იგი უკვე მგრძნობელობის შედეგია, რამდენადაც სული მოძრაობაში ვერ მოიყვანდა
თავის შემადგენელ ნაწილებს, შეგრძნებებს რომ არ აღეძრათ იგი ამისაკენ. ამრიგად,
მგრძნობელობა ანუ შეგრძნების უნარი წარმოადგენს საფუძველს და ჩანასახს
სულის ყველა ძალისა და უნარისა. ეს ასეა, ჯერ ერთი, დროის თვალსაზრისით, რამდენადაც ყველამ უწყის, რომ
ახალშობილში, მისი სიცოცხლის პირველ დღეებში არ მეიმჩნევა რაიმე სხვა უნარი, გარდა
მგრძნობელობისა, ნოლო უკვე მგრძნობელობის შედეგად - ასოთა მოძრაობისა.
ყველა დანარჩენი ძალა და უნარი შემდეგ წარმოიშობა თანდათანობით. მეორე, შეგრძნების ძალა ძირითადი
უნარია იმის გამო, რომ მისგან, როგორც თავისი წყაროსაგან, გამომდინარეობენ
ადამიანის სულის ყველა დანარჩენი უნარები.
|
|