|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
§28. სულის უნართა დაყოფა
სულის მოქმედება ორგვარია იგი თავის ძალისხმევას
მიმართავს ან რაიმე ცოდნის მოპოვებისაკენ, ან თავისი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისაკენ. ამიტომ სული ორგვარ უნარს გვიჩვენებს: შემეცნებითს და
სურვილისეულს ანუ მოქმედებისეულს. სულიერ უნართა ასეთი დაყოფა წინა თავსაც
ემყარება, რამდენადაც ის ორი ნიშანი, რომლებიც მყარად ასაბუთებენ ადამიანში
არამატერიალური საწყისის არსებობას, კერძოდ, შეგრძნება და მოძრაობა, - ორი
ძირითადი სულიერი უნარია. პირველი შემეცნებითია, მეორე კი, მოქმედებისეულია.
|
|