|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ბ) მოძრაობის შესახებ
§25. შეგრძნებები არ უნდა ავურიოთ გულის გრძნობებში
აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ „ფსიქოლოგიაში" შეგრძნების უნარს, ანუ ხედვის, მოსმენის, შეხების და სხვა
უნარებს თითქმის ყოველთვის ურევდნენ ეგრეთწოდებულ გულის გრძნობებში ანუ ისეთ სულიერ მდგომარეობებში, როგორიცაა დარდი, სიხარული,
სიამოვნება, მოწყენილობა და სხვ. მაგრამ აშკარაა, რომ მოვლენათა ეს ორი რიგი
სრულიად სხვადასხვაა. პირველნი წარმოდგენებისა და ცოდნის ჩანასახს წარმოადგენენ,
ისინი ნათელი და გარკვეული არიან უკიდურეს შესაძლებლობამდე: რა შეიძლება,
მაგალითად, უფრო ნათელი იყოს, ვიდრე სინათლის, ფიგურის, სიდიდის და სხვა ამგვარი
შეგრძნებაა? ამის საპირისპიროდ, სულიერი მდგომარეობები ანუ სიამოვნებისა და
უსიამოვნების გრძნობები, ჩვეულებრივ, ბნელი და გაურკვეველი არიან.
|
|