|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი პირველი
შემგრძნები და მამოძრავებელი საწყისების შესახებ ადამიანში
ა. შეგრძნება
§7. გემოს შესახებ
გემოს ორგანო არის ენა და მთელი ლორწოვანი ზედაპირი პირში. გემოს შეგრძნება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორგანოები უშუალოდ ეხებიან
სხეულებს, რომელთაც შეუძლიათ ამ შეგრძნებების აღძვრა. ამასთან, გემოს აღძრავენ
სხეულის მხოლოდ თხიერი ნაწილაკები, მყარ ნაწილაკებს მათი აღძვრის უნარი არა აქვთ.
საჭირო არაა ვილაპარაკოთ იმ საკითხის გადაჭრის შესახებ, თუ სად ხდება თვითონ გემოს
შეგრძნება, ლაპარაკი საჭირო არაა იმის შემდეგ, რაც სამი წინა შეგრძნების ანალიზმა
დაგვანახა, რომ თვითონ შეგრძნების აქტი არ შეიძლება მივაწეროთ არც ორგანოს, არც
ნერვს და არც თვითონ ტვინს. მხოლოდ აქ კვლავ შევნიშნავთ: თუ მხედველობაში მივიღებთ
თუნდაც მხოლოდ შეგრძნებათა შორის განსაცვიფრებელ განსხვავებას, უკვე მივალთ იმ
აზრამდე, რომ ისინი ეკუთვნიან უხილავ და არამატერიალურ სამყაროს. მართლაც, ძნელია
რაიმე მსგავსება შევნიშნოთ გემოს, მხედველობის, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს
შორის. ეს ოთხი განსხვავებული სამყაროა, რის გამოც, ვამბობ მე, არ შეიძლება
ვიფიქროთ, რომ ისინი ყველანი ერთფეროვან, მატერიალურ ნაწილაკებში წარმოებდნენ.
|
|