მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სიყუარულისათჳს და სინანულისა

 

ძველი ქართული თარგმანი


ძმანო ჩემნო საყუარელნო, ნუმცა რაჲ აღგჳრჩევიეს ცხორებასა ამას ჩუენსა უფროჲს სიყუარულისა უზაკუველისა, რამეთუ ყოველნივე ყოლადვე ვცოდავთ ყოველთა დღეთა და ღამეთა და ყოველთა ჟამთა. და ამისთჳს ჯერ არს ჩუენდა, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული უზაკუველი, რამეთუ სიყუარული დაჰფარავს სიმრავლესა ცოდვათასა. და რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, შვილნო ჩემნო, უკუეთუ ყოველნი სათნოებანი მოვიგნეთ და არა მოვიგოთ სიყუარული, რომლისაგან ყოველი შჯული აღესრულების და მის მიერ არს ჴსნაჲ ჩუენი.

რაჲ უკუე სარგებელ-იყოს კაცმან. რომელსა ენებოს მომზადებად სერი დიდი მეფისათჳს და მთავართა, თანა-მეინაჴეთა მისთა, უკუეთუ მრავალნი საფასენი წარაგნეს და უხუებით შემზადნეს ყოველნი სანოაგენი და მარილი არა უყოს მათ შინა, ნუუკუე თითოფერებაჲ იგი საჭმელთაჲ და სიმ\რავლე სანოვაგეთაჲ შესაძლებელ იყოსა გემოვნებით ჭამად მეინაჴეთა მათ? არა სამე, ნუ იყოფინ! არამედ ცუდად საფასე იგი დაიჭირვოს და შრომაჲ მისი ამაო იქმნეს. და მეფე და ყოველნი მეინაჴენი მისნი მოიგულძჳრნეს უცბად განგებითა მისითა. ეგრეთვე აქა, ძმანო ჩემნო, რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ფრიად დაშურეს კაცი და შრომაჲ იგი მისი ცუდად წარჴდეს. სიყუარული დაამტკიცებს ყოველსა საქმესა კეთილისასა და უყუარულობაჲ ცუდ და ამაო იქმს ყოველთა სათნოებათა: ქალწულებასა, მარხვასა, მღჳძარებასა და ლოცვასა, გლახაკთ მოწყალებასა და მსხუერპლისა შეწირვასა ღმრთისა, და ეკლესიათა შენებასა, და ენათაცა თუ იტყოდის ანგელოზთასა და კაცთასა, და სხუანი სათნოებანი, რომელნი არა ვაჴსენენ.

უკუეთუ ესე ყოველნი მოიგნეს კაცმან და სიყუარული არა აქუნდეს, არა შეიწირავს ღმერთი მისგან არა რას, და არცა რაჲ მათგანი სათნო არს წინაშე მისსა. აწ უკუე მოვიგოთ ყოვლისა პირველად სიყუარული უზაკუველი, რომელი შემძლებელ არს ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ცოდვისა. და უკუეთუ მრქუა მე, დაღაცათუ მძულს ძმაჲ ჩემი, არამედ მიყუარს მე ქრისტე ღმერთი ჩემი, გამხილოს და განგამტყუვნოს შენ იოვანე საყუარელმან მოწაფემან, ძემან ქუხილისამან და ღმრთის მეტყუელმან სიტყჳთა ამით, რომელი თქუა ვითარმედ: "ღმერთი მიყუარს და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი მტყუარი არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა, რამეთუ რომელსა არ უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ვითარ უყუარდეს ღმერთი, რომელი არა უხილავს?" (I იოანე 4.21) და ესე ცხად არს, რამეთუ რომელსა სძულს ძმაჲ თჳსი და იტყჳს, ვითარმედ: უყუარს მას ქრისტე, იგი მტყუარი არს და აცთუნებს თავსა თჳსსა, ვითარცა კუალად თქუა იოვანევე, ვითარმედ "ესე მცნებაჲ ღმრთისა მიერ მოცემულ არს, ვითარმედ: რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარს მას ძმაჲცა თჳსი" (I იოანე 4.21) . და თჳთ უფალი იტჳს, ვითარმედ: "ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათე 22.40) და ესე ფრიად საკჳრველ არს, რამეთუ რომელმან მოიგოს სიყუარული, მან ყოველი შჯული აღასრულა. რამეთუ აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს და არარაჲ სძლევს ძალსა სიყუარულისასა და არს იგი მიუწდომელ.

საყუარელნო, არარაჲ არს უფროჲს და უპატიოსნეს სიყუარულისა არცა ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რამეთუ საღმრთოჲ სიყუარული თავი არს ყოვლისა კეთილისაჲ; სიყუარული მიზეზი არს ყოველთა სათნოებათაჲ; სიყუარული მარილი არს ღმრთის მსახურებისაჲ, შეზავებული; სიყუარული აღმასრულებელ არს ყოვლისა შჯულისაჲ. ესე დაემკჳდრა პირველად გულსა აბელისსა; ამან განაძლიერნა მამადმთავარნი; ამან დაიცვა მოსე და აიძულა მას ვედრებად ღმრთისა ერისა თჳსისათჳს, რაჲთა შეუნდვნეს მათ შეცოდებანი მათნი და თქუა: "და უკუეთუ რა, მეცა აღმჴოცე წიგნისა მისგან, რომელსა დაგიწერიე" (გამოსლვ. 22.32) ; ესე სიყუარული დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელთა თანა; ამან ყო დავით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, ამან განძლიერა იობ და განამჴნო იოსებ. და რაჲსა არა ვიტყჳ უზეშთაესაა მას? ამან სიყუარულმან გარდამოიყვანა ძე ღმრთისაჲ მხოლოდ შობილი ზეცით ქუეყანად ჩუენდა; სიყუარულისაგან გამოგჳჩნდეს ჩუენ ყოველნი კეთილნი; სიყუარულითა სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა და ადამ აღმოიყვანა; სიყუარულმან განაღო სამოთხე და განმზადა სასუფეველი ცათაჲ.

სიყუარულმან ყუნა ანგელოზნი და კაცნი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს; სიყუარულმან ყვნა მონადირენი ღმრთის მეტყუელ. სიყუარულმან აღავსნა მთანი და ქუაბნი და ნაპრალნი ქუეყანისანი გალობითა ღმრთისაჲთა; სიყუარულმან ასწავა ყოველთა კაცთა, მამათა და დედათა, სლვაჲ გზასა მას იწროსა. და ვინ შემძლებელ არს, ძმანო ჩემნო, სრულებით მითხრობად ძალსა სიყუარულისასა? ვერცაღა ანგელოზნი შემძლებელ არიან ამას მითხრობად ჭეშმარიტებით.

სიყუარული მომატყუებელ არს ჩუენდა ყოველთა კეთილისაჲ. და ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან მოიგო სიყუარული ჭეშმარიტი და უზაკუველი, რომლისაჲ ამცნო უფალმან ჩუენმან და თქუა, ვითარმედ: "ამისსა უფროჲსი სიყუარული არა არს, ვითარცა დადვა კაცმან თავი თჳსი მოყუასთა თჳსთათჳს" (იოანე 15.13).

ესე საღმრთოჲ სიყუარული აქუნდა პეტრე მოციქულსა და იტყოდა. ვითარმედ: "სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13.10) , და არცა ვის ბოროტი ბოროტისა წილ მიაგის, და არცა ძჳრი ძჳრისა წილ. და რომელმან მოიგოს ესე სიყუარული, არა აღზუავნეს მოყუასსა ზედა და არცა ჰშურნ, და არცა აბრალებნ და არცა სძულნ ძმაჲ თჳსი ყოლადვე, რომლისა თანა არს, ესე იგი არა ხოლო თუ მოყუარეთა თჳსთა ჰყუარობნ, არამედ შემაწუხებელთა მისთა. ესე სიყუარული იყო სტეფანეს თანა პირველ-მოწამისა და მის გამო ულოცვიდა იგი ქვისა დამკრებელთა მისთა, ევედრებოდა იგი ღმერთსა და ეტყოდა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან შეურაცხ-ყოს [!] ყოველივე და მოიგოს სიყუარული, რამეთუ დღითი-დღედ მადლი მისი აღემატების და გჳრგჳნი განემზადების, და ყოველნი ანგელოზნი ნეტარებასა მისცემენ მას და ღმერთი არა განეშორების. რამეთუ ღმერთი სიყუარული არს და რომლისა თანა არს სიყუარული, ღმერთი მის თანა დამკჳდრებულ არს და იგი ღმრთისა თანა. რაჲ ფრიად არს ნაყოფი სიყუარულისაჲ, ძმანო! და დიდ საკჳრველ არს და უფროჲს არს სამთა ამათ, ვითარმედ დაიცვეს კაცმან სარწმუნოებაჲ უბიწობით წვალებისაგან და მოიძულნეს წესნი წარმართთანი და სიმღერაჲ და განცხრომაჲ, და არავის ემტროს ყოლადვე. და მზე არა დაჰჴდეს განრისხებასა მისსა და შეუნდობდეს ურთიერთას შეცოდებათა, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს მამამან ჩუენმან ზეცათამან შეცოდებანი ჩუენნი, ვითარცა მამცნო ჩუენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან.

ესე არს თქუმული ჩემი სიყუარულისათჳს საღმრთოჲსა უბიწოჲსა. და კუალად ვიტყოდი-ვე, საყუარელნო, სინა\ნულისათჳს და მერმისა განკითხვისათჳს მომავალისა. რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვიზრახვიდეთ ყოლადვე დღე და ღამე დღისა მისთჳს უკუანაჲსნელისა, და არა დავივიწყოთ ცეცხლი იგი უშრეტი, და ფსალმუნებასა ნუ განიშორებ მარადის პირით შენით, რამეთუ ჴსენებაჲ სახელსა ღმრთისასა განმდევნელ ეშმაკთა არს, და სადა ფსალმუნებაჲ არს, მუნ არს ღმერთი, და სადა სიმღერაჲ არს, მუნ ეშმაკნი არიან და რისხვაჲ ღმრთისაჲ და ვაებაჲ. და სადა წიგნის კითხვაჲ და გალობაჲ სულიერი არნ, მუნ არნ სიხარული მართალთაჲ და მშჳდობაჲ ცოდვილთაჲ და დღესასწაულობაჲ ანგელოზთაჲ. და სადა ფანდურობაჲ და მთრვალობაჲ არნ, მუნ არნ სიბნელე და წარწყმედაჲ დედათა და მამათაჲ და დღესასწაული ეშმაკთაჲ და შეგინებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ.

რაჲ სარგებელ არს, საყუარელნო ჩემნო, წუთ ჟამ დღესასწაულობაჲ და სიხარული და მისსა შემდგომად უკუნისამდე სატანჯველი? რამეთუ ესე ვერ შესაძლებელ არს კაცისა, ვითარმედ იხარებდა აქაცა და საუკუნესაცა. რამეთუ ყოველმან რომელმან განისუენოს სიხარულით აქა, მის ზედა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაჲ ვითარმედ: "ვაჲ მათდა, რომელნი იცინოდიან აქა, რამეთუ იგინი მუნ იგლოვდენ და ტიროდიან" (ლუკა 6.25). ხოლო რომელნი სინანულით ევედრებოდიან ღმერთსა და ტირილით, მათ ზედა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაჲვე, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ, რომელნი აქა იგლოვდენ, რამეთუ იგინი მუნ იხარებდენ" (მათე 5.4).

გულისხმა-ვყოთ, ძმანო, რამეთუ ყოველნი კიდენი ქვეყნისანი არად მერგნენ ჩუენ ჟამსა მას. განვიზრახოთ, საყუარელნო, რამეთუ ჟამსა მას ვერვინ შემძლებელ არს შეწევნად მოყუსისა თჳსისა, ვერცა ძმაჲ იმისა და ვერცა მამაჲ შვილისა და ვერცა დედაჲ ასულისა, და არცა მეგობარი მეგობრისა, გინა შვილნი მშობელთა თჳსთა, არამედ თითოეულსა ეკიდნენ საქმენი თჳსნი, და დგეს და მოელოდის განბჭობასა მას ზედა გამოსრულსა, ვითარცა ვინ ღირს იყოს, - ანუ "მოვედით, კურთხეულნო" (მათე 25.34) , გინა "წარვედით, დაწყეულნო" (მათე 25.41).

აწ უკუე, ჵ საყუარელნო ძმანო, ჯერ-არს ჩუენდა მარადის ამის დღისათჳს გულისჴმის-ყოფაჲ და რაჲთა ცხორებასა ამას უბიწოებით ვიქცეოდით მართლითა სარწმუნოებითა, ვითარცა ვისწავეთ წმიდისაგან მოციქულისა, რომელმან თქუა: "განვიწმიდნეთ სულნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა" (II კორინთ. 7.1) . განვაგდოთ ჩუენგან ყოველი საქმე ბნელისაჲ და წესნი წარმართთანი და სლვათა მათ\თაებრ არა ვიდოდით. და ოდეს ვყოთ წმიდათა საჴსენებელი, მოვიჴსენნეთ გლახაკნი, ობოლნი და ქურივნი, და უცხონი და მწუხარენი და განრღუეულნი, და რომელნი საპყრობილესა იყვნენ და რომელნი გარე უდაბნოთა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა შეყენებულ იყვნენ, და პატივ-[ვ]სცემდეთ დღესასწაულთა პატივითა სულიერითა და არა ჴორციელითა, არა ვითარ-იგი მსოფლიონი პატივ-სცემენ, არამედ ვითარცა რომელნი ამაღლებულ არიან სოფლით, არა ვითარ წარმართნი, არამედ ვითარცა შუენის ქრისტიანეთა.

არა დავაგჳრგჳნნეთ უბნის კარნი ჩუენნი, არა მიუპყრნეთ სასმენელნი ჩუენნი ფანდურთა განცხრომასა და სტჳრისა ჴმა-ტკბილობასა, არ შევიმოსოთ სამოსელი ბრწყინვალე და არცა ოქროჲთა შევიმკვნეთ თავნი ჩუენნი. არა მივისწრაფოთ სუმად და განცხრომად და არცა სიცილად და ლაღობად, რაჲთა არა კერპთ-მსახურთა თანა შევირაცხნეთ, ვითარცა გუამცნო მოციქულმან და თქუა: "ნუ იყოფინ კერპთ მსახურ, ვითარცა იგინი, რომელნი იყვნეს პირველ თქუენსა; და ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (I კორინთ. 10.7) . არამედ მიუტეოთ ესე ყოველი ჰურიათა და წარმართთა, რომელთა არა აქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ.

ხოლო ჩვენ ყოველნი დიდნი და მცირენი, მამანი და დედანი პატივ-(ვ)ს-ცემდეთ დღესასწაულთა, ვითარცა ჯერ-არს ქრისტეანეთა, ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა და ჴმითა ანგელოზებრივითა, - და არა მოვჰფინოთ იატაკსა საყოფელთა ჩუენთასა ვარდი და შროშანი და ყუავილნი სურნელნი, ვითარცა-იგი ჰურიათა და წარმართთა, არამედ ჯუარითა განმაცხოველებელითა შევიჭურნეთ, და ვიტყოდით ყოველნი ერთობით პავლე მოციქულისა თანა: "ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (გალატ 6.14) . და გამოვხატოთ ჯუარი პატიოსანი ბჭეთა ჩუენთა ზედა და დავიბეჭდოთ პირთა ჩუენთა და მკერდსა და ყოველთა ასოთა ჩუენთა. და შევიჭურნეთ საჭურველითა ქრისტეანობისაჲთა - ჯუარითა უძლეველითა, რომელმან სძლო სიკუდილსა, რომელი არს სასოჲ მორწმუნეთაჲ და ნათელი სოფლისაჲ, რომელმან განაღო სამოთხე და წარწყმიდნა მწვალებელნი, რომლითა განიდევნებიან ეშმაკნი. და შემწე არს მონაზონთაჲ და დამამტკიცებელ, სარწმუნოებისა მცველი და მაცხ\ოვარი ყოველთაჲ, რომელი არს სიქადული მორწმუნეთაჲ უკუნისამდე.

ესე ჯუარი, ჵ ქრისტეანენო, ნუმცა განგეშორების, ნუცა დღისი და ნუცა ღამე, ნუცა ჟამ ერთ და ნუცა წამ ერთ, და თჳნიერ ჯუარისა ნუმცა რას იქმთ, არამედ დაწოლასა და აღდგომასა, საქმესა და ჭამასა, და სუმასა და სლვასა, და მდინარისა წიაღსლვასა, ზღჳსა შესლვასა გინა უდაბნოს ყოფასა ყოლადვე გამოიხატეთ ჯუარი ყოველთა ასოთა თქუენთა და არარაჲ მავნებელი მოგეახლოს, რამეთუ ძალთა წინააღმდგომთა ოდეს იხილონ ესე სასწაული, შიშით განგეშორნენ თქუენგან.

ესე ჯუარი განმწმენდელი არს სოფლისაჲ, ესე განმდევნელი ბნელისაჲ და მომწოდებელი ნათლისაჲ. ესე განმაქარვებელი არს საცთურისაჲ და დამამტკიცებელი სასოებისაჲ. ამან გჳჩუენა გზაჲ ზეცად აღსავალი, ამან შემოკრიბნა წარმართნი აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოჲთ და ბღუარით, და მკჳდრ-ყუნა იგინი ეკლესიასა შინა ერთსა ერთითა სარწმუნოებითა და ერთითა ნათლის-ღებითა და სიყუარულითა ერთითა. ესე არს ზღუდე მორწმუნეთაჲ დაურღუეველი. ესე ყოველი და უფროჲსი ამისსა მოგუემადლა ჩუენ ჯუარისა მიერ ცხოველისა და პატიოსნისა.

ხოლო მომავლისა მისთჳს დღისა უკუანაჲსნელისა განცჳბრდების გონებაჲ და ცნობაჲ და სიტყუაჲ, და შეძრწუნდების ყოველი სასმენელი, ძმანო ჩემნო საყუარელნო. მოვიჴსენე ჟამი იგი და ძრწოლამან შემიპყრა მე, და მენება სიტყჳსა დაცადებაჲ ფრიადისა მისგან შიშისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყავ, რომელი-იგი გამოჩინებად არს შემდგომად ჯუარისა გამოჩინებისა საუფლოჲსა. ვინ შემძლებელ არს მითხრობად მას, რომელი პირი ანუ რომელი ენაჲ იტყოდის მისთჳს, ანუ რომელმან სასმენელმან ისმინოს მისი იგი, რომელსა ცანიცა ვერ შემძლებელ არიან თავს დებად. რამეთუ ეგევითარი სასწაული დიდი და საშინელი არა ოდეს ყოფილ არს და არცა ყოფად არს. რამეთუ ოდესღა ვიხილით ელვაჲ და გუესმის ქუხილი ძლიერი, შევძრწუნდით და დავცჳვით პირთა თჳსთა ზედა ქუეყანად შიშისაგან; ვითარ უკუე თავს-ვიდვათ, ოდეს-იგი გუესმას ჴმაჲ იგი საშინელი საყვირისაჲ ზეცით, რომელი ჴმობდეს და შიშით განაღჳძებდეს ყოველთა მკუდართა მართალთა და ცოდვილთა! მას ჟამსა გუამები გამოვიდოდის საფლავ\თაგან და შებრძჳნდებოდიან ასონი ურთიერთას მოსწრაფებით. მაშინ ვიხილოთ ბუნებაჲ კაცთაჲ ყოველი, რამეთუ აღდგებოდის ადგილით თჳსით და შეკრბებოდის წინაშე მსაჯულისა ყოველთაჲსა. მაშინ უბრძანოს მეუფემან ქუეყანასა და შიშით გამოსცნეს ყოველნი მკუდარნი, ეგრეთვე ზღუამან, და ყოველთა მჴეცთა გინათუ თევზთა, გინა მფრინველთა, რომელთა წარ-რაჲმე-ეღოს ასოთაგანი კაცთაჲსა, წამსა შინა მოსცენ ყოველი და ერთიცა თმაჲ არა წარწყმდეს კაცთა ბუნებისაჲ. მაშინ ვიხილოთ მდინარე ცეცხლისაჲ აღმოსავალით მფოფინარე, ვითარცა ზღუაჲ განძჳნებული, რომელი შეშჭამდეს მთათა და ჴევთა და დასწუვიდეს ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა საქმეთა, რომელ-რაჲ არიან მას შინა.

მაშინ, საყუარელნო ჩემნო, გამოსადინელნი წყალთანი დასწყდენ და მდინარენი დაინთქნენ, და ზღუაჲ განჴმეს სიმჴურვალისა მისგან ცეცხლისა საშინელისა, და ჰაერნი შეიშალნენ და ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ზეცით, და მზე დაბნელდეს და მთოარე სისხლად გარდაიქცეს, და ცანი, ვითარცა წიგნის ტყავი, წარიგრაგნენ, და ვხედვიდეთ ანგელოზთა, რამეთუ წარივლინებოდიან ღმრთისა მიერ შეკრებად მყისსა შინა მონათა მათ სახიერითა და მნეთა სარწმუნოთა კიდითგან ცისაჲთ კიდემდე ქუეყანისა.

მაშინ ცანი განახლდენ და ქუეყანაჲ შეიცვალოს სამკჳდრებელად მართალთა. მაშინ საყდარი იგი საშინელი დაიდგას, რაჲთა დაჯდეს მას ზედა უფალი ყოველთა საუკუნეთაჲ და ბევრეული და ურიცხჳ სიმრავლე ანგელოზთაჲ დგეს მის წინაშე შიშით და ძწოლით, და გამოჩნდეს ნიში ძისა კაცისაჲ, პატიოსანი ჯუარი, განმაცხოველებელი, ზეცით და განანათლოს ყოველი ქუეყანაჲ უფროჲს მზის თუალისა.

მას ჟამსა შიშით განიზრახვიდეს ყოველი, თუ ვითარ შეემთხჳოს ქრისტესა, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოს. უკუეთუ უწყოდის, ვითარმედ ცოდვილ არს იგი, დგეს იგი მწუხარე თავ-დადრეკილად და მოელოდის მსაჯულისა მიერ განჩინებულსა ბრძანებასა, გამოსრულსა მის ზედა. რამეთუ თითოეული ჰხედვიდეს საქმეთა თჳსთა, რომელნი ექმნნენ, მის წინაშე მდგომარეთა: გინა თუ კეთილთა, გინა ბოროტთა. მაშინ რომელნი სრულ იყვნენ გზასა მას იწროსა და შესაჭირვებელსა და რომელთა შეენანოს ჭეშმარიტითა სინანუილთა და რომელნი გლახაკთ მოწყალე იყვნენ, იგინი აღდგენ სიხარულით, და მხიარულებით მოელოდიან საღმრთოსა მას დიდებასა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რამეთუ მოსლვაჲ მისი სიხარულ ექმნას ყოველთა, რომელთა მოსწრაფებით იღუაწეს ლოცვითა, და სიხარულით შეიწყნარნეს უცხონი და გლახაკნი, და განაძღნეს ობოლნი, და ნუგეშინის-სცეს მწუხარეთა, და პატივ-სცეს დამდაბლებულთა ღმრთისათჳს, რომელთა მოიძულეს სოფელი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა, და მას ხოლო შეუდგეს.

მაშინ აღესრულოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი დანიელისი, რომელი თქუა, ვითარმედ: "მე დანიელ ვხედევდ, და აჰა საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა, სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ - ვითარცა მატყლი წმიდაჲ, საყდარი მისი - ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ურმის-თუალნი მისნი ცეცხლებრ მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაჲ დიოდა წინაშე მისსა და ათასნი ათასთანი დგეს გარემოჲს მისსა და ბევრნი ბევრთანი ჰმსახურებდეს მას. საშჯელი დაეგო და წიგნნი განეხუნეს" (დანიელი 7. 9-11) .

დიდი შიში არს, ძმანო, ჩემნო, ჟამსა მას, ოდეს-იგი წიგნი მატიანისაჲ განეღოს, რომელსა შინა წერილ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და სიტყუანი და გულის\სიტყუანი, რომელნი ამას სოფელსა გჳქმნიან, და ვჰგონებდით, ვითარმედ ღმერთსა დაჰვიწყებიან იგი[ნი]. ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, რავდენი ტირილი გჳღირს ჟამისა მისთჳს, და ჩუენ უდებ-გჳყოფიეს, რამეთუ ტირილითა და მოწყალებითა შემძლებელ ვართ აჴოცად შეცოდებათა ჩუენთა, რომელნი წიგნსა მას მატიანისასა დაწერილ არიან.

ძმანო ჩემნო, რაჲღა საზარელ არს შიში იგი ჟამისაჲ მის და ტირილი და სულ-თქუმაჲ, ოდეს-იგი ვიხილოთ სასუფეველი ღმრთისაჲ ერთ კერძო განმზადებული და სატანჯველნი იგი ფერად-ფერადნი ერთ კერძო. და სიმრავლე ძეთა კაცთაჲ ზარ-განჴდილნი შორის მათსა ადამისითგან და ვიდრე მისა, რომელი უკუანაჲსკნელ ხოლო იშვა. ყოველნი შიშუელნი და ქედ-დადრეკილნი დგენ. მაშინ გამოწულილვით გამოიძიოს ნიში იგი ქრისტეანეობისაჲ რომელი მიიღო თითოეულმან ჩუენმან დღესა ნათლის-ღებისასა და ითხოოს ჩუენგან უბიწოჲ სარწმუნოებაჲ და აღნათქუემი იგი, რომელი აღუთქუთ და ვთქუთ: ვიჯმნით შენგან, ეშმაკო, და ყოველთა საქმეთა შენთაგან.

ესე მთხოოს ჩუენ ჟამსა მას საშინელსა. ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან უბიწოდ დაიცვა აღთქუმული იგი, რომელი თქუა: ვიჯმნი მე ყოველთაგან საქმეთა ეშმაკისათა, რომელ არიან ესე: სიძვაჲ და მრუშებაჲ, კაცის-კლვაჲ და პარვაჲ, შური და ტყუვილი, გრძნებაჲ და შესმენაჲ, შფოთი და ძჳრის ჴსენებაჲ, მტერობაჲ და ცილობაჲ, მთრვალობაჲ და ცუდის მეტყუელებაჲ, ამპარტავნებაჲ და უდებებაჲ, სიცილი და ლაღობაჲ, მონაგებთა სიყუარული და სიძულვილი. ესე ყოველი და მსგავსი ამისი აღუთქუეს ქრისტეანეთა ჟამსა ნათლის-ღებისასა წინაშე მრავალთა მოწაფეთა, რაჟამს-იგი თქჳს, ვითარმედ: ვიჯმნი მე ყოველთაგან საქმეთა ეშმაკისათა. ამისსა შემდგომად განარჩინეს მსაჯულმან მართალნი ცოდვილთაგან, - ვითარცა მწყემსმან რაჲ განარჩინის კრავნი თიკანთაგან. - და დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი მარცხენით მისა. მაშინ ჰრქუას მართალთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი აღთქუმული თქუენთჳს პირველ სოფლის დაბადებისა" (მათე 25.34) , და კუალად მარცხენითთა მათ ჰრქუას: "წარვედით ჩემგან, დაწყე\ულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, აღთქუმულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა" (მათე 25.41) . მაშინ წარვიდენ მართალნი სიხარულსა საუკუნესა და ცოდვილნი სატანჯველსა მას დაუსრულებელსა.

ნეტარ იყვნენ, რომელთა იღუაწეს მოსწრაფებით. ნეტარ იყვნენ, რომელთა აღასრულონ ნებაჲ იგი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ. ნეტარ იყვნენ, რომელნი მღჳძარე იყვნენ ლოცვასა შინა. ნეტარ იყუნენ, რომელნი იყვნენ ვაჭარ კეთილ სულთა მათთა ცხორებისათჳს. ნეტარ იყვნენ რომელნი დაუცხრომელად ჰრეკდენ კარსა მას ქრისტესსა. ნეტარ არს კაცისა მის, რომელი მარადის ზრუნავს სულითა თჳსისათჳს და არა სხჳსა რაჲსათჳსმე. ნეტარ არს, რომელმან განაქარვნეს ცოდვანი თჳსნი სინანულითა, ვიდრე ჟამი აქუს-ღა. ნეტარ არს, რომელმან იყიდოს ზეთი იგი მოწყალებისაჲ პირველ მოფარდულთა წარსლვადმდე. ნეტარ არს მონისაჲ მის, რომლისა რაჟამს მოვიდეს უფალი და პოოს იგი მოქმედად ბრძანებასა მისსა გულს-მოდგინედ. ნეტარ ვიყუნეთ ჩუენ, ძმანო, უკუეთუ არა მოვიწყინოთ რეკაჲ კარსა მას ქრისტესსა, რამეთუ უეჭუელად განგჳღოს ჩუენ, რამეთუ არა ტყუვის, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "ირეკდით და განგეღოს თქუენ, ითხოვდით და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7.7).

აწ უკუე ვევედრებოდით მას სინანულით და ვჰრქუათ: ჵ დამბადებელო ჩუენო, ნუ წარმწყმმედ ჩუენ, რამეთუ მან მხოლომან თქუა: მოიქეცით ჩემდა და მე მოვიქცე თქუენდა. და კუალად: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოანე 6.27) . რამეთუ იგი არს ღმერთი დამბადებელი ჩუენი და მისი არს სუფევაჲ და პატივი, და მისა ჰშუენის დიდებაჲ და მადლობაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.