მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

სინანულისათვის

 

სინანული დოვლათიანი ნაყოფია, საყვარლებო, და ამასთანავე, სავსე მჭელეულებად აღუვლენს ღმერთს თავისსავე მონაგარს - ქველმოქმედებას. სინანული ნაყოფიერი მინდორია, მუდამდღე რომ მუშავდება. იგია ხე ცხოვრებისა, რადგან ცოდვით მკვდარ ადამიანებს აღადგენს. მასზეა დამყნობილი ყოველგვარი ზეციური განწესება, ვინაიდან სინანული ღმრთეების თანაზიარია. ღმერთი განცხრება მისით, როგორც თავისი შემოქმედების ძალით, რადგან იმ ადამიანებს, ვის წარწყმედასაც ცოდვა ცდილობს, ის საღმრთო დიდებისთვის აღადგენს. სინანული ღვთის უდანაკლისო ჭურჭელია - ადამიანთა სულებს მოსვრისგან იფარავს. ის კეთილმსახური შემკრებია - ღმერთს ადამიანებს შესძენს და ცოდვილებს მასთან შემოჰკრებს.