|
წმიდა ეფრემ ასური
თქუმული წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს
ძველი ქართული თარგმანი
მო-ოდესმე-ვიდა ერთი ვინმე ძმათაგანი და ჰრქუა წმიდასა ეფრემს: ჵ წმიდაო მამაო, მიჩუენე მე გზაჲ, რომლითა ვპოვო სინანული. მიუგო მას წმიდამან ეფრემ და ჰრქუა: შვილო ჩემო, მე თჳთ-ღა თავადი ცოდვილ ვარ ფრიად და არას ვასწავებ თავსა ჩემსა, და შენ ვითარ გასწაო, რომელსა მე არა ვიქმ? რამეთუ ცოდვანი ჩემნი უმრავლეს თმათა თავისა ჩემისათა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს ქჳშისა ზღჳსა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს მიწისა ქუეყანისა არიან, ცოდვანი ჩემნი უმრავლეს ცუართა ცისათა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს ყოველთა კაცთა არიან.
მე ხოლო მარტოჲ უბადრუკ ვიქმენ, მე არა დავიმარხენ მცნებანი შენნი, უფალო. მე უბადრუკი ცოდვათა ჩემთა უცხო მქმნეს წყალობათა შენთაგან, ღმერთო. მე დავამძიმენ ცოდვანი ჩემნი უმძიმეს ბრპენისა. მე დამნთქეს ცოდვათა ჩემთა მღჳმესა ქუესკნელისასა. მე ცოდვათა ჩემთა განმაგდეს ბნელსა მას გარეკნელისასა. მე ცოდვათა ჩემთა განმაშორეს შენგან, უფალო. მე ცოდვათა ჩემთა მიმამსგავსეს მონასა მას უკეთურსა, მე ცოდვითა ჩემითა ვერ გამოვიღე ნაყოფი სათნოჲ უფლისაჲ. მე ვერ გამოვიღე სიტკბოებისა ტევანი, რაჲთამცა განვიწმიდე, ვითარცა ვენაჴი და კეთილი მეყო მე. მე ცუდად და უნდოდ წამოვასრულენ ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი უდბობასა შინა.
მე არა მოვიჴსნე ცეცხლი იგი უშრეტი და მატლი დაუძინებელი და უკუდავი. მე არა მოვიჴსენენ სატანჯველნი იგი საუკუნენი, მე, რომელმან არარაჲ მცნებათა შენთაგანი დავიმარხე, უფალო. მე დამიმძიმდა ტჳრთი ცოდვათა ჩემთაჲ უმძიმეს მთათა სიმძიმესა. მე ვერ შევიმოსე სამოსელი იგი შვილთა სასუფეველისათაჲ. მე ვერ სადა მივემსგავსე წმიდათა ღმრთისათა. მე შევიმოსე სახე და სამოსელი მართალთაჲ და საქმენი მათნი განვიძარცუენ. მე ვერ სადა მოვიგონე სიკუდილი, თუ მოსიკუდიდ ვარ უკუნისამდე. მე არასადა ვზრუნევდი გზისა მისთჳს წინამდებარისა, რომელსა ვერვინ განერების, თუმცა არა განვლო იგი. მე არასადა ვიზრუნე საგზალი გზისა მისთჳს საუკუნოჲსა. მე არა ვიზრუნე ზეთი პირველად დაღამებისა. მე ვერ შემძლებელ ვარ ზეცად ახილვად სიმართლისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა და ვერცა ვიტყჳ: უფალო, უფალო, განმიღე კარი წყალობისა შენისაჲ. მე არა მაქუს კადნიერებაჲ აღებად პირისა ჩემისა შენ წინაშე, უფალო, მე ვერ მოვიგე ადგილი სადგური წმიდათა შენთა თანა, უფალო. მე ვერ ვიპოვე შვილთა შენთა თანა ბოროტად განგებითა საქმეთა ჩემთაჲთა ჩემ შორის და შენ შორის, დამბადებელო.
ვაჲ არს კაცისა მის, რომლისა გულის-თქუმაჲ მისი ცოდვასა შინა არს, ვითარცა-ესე ჩემი. ვაჲ მისა, რომლისა გონებაჲ მისი სარკე ცოდვისა არს და მარადის მას შთახედავს. ვაჲ არს მისა, რომელი ემსგავსოს მონასა მას ბოროტსა, რომელსა არწმუნა უფალმან მისმან ქანქარი ერთი ვეცხლი და არა სარწმუნო იპოვა მას ზედა, რამეთუ მო\თხარა და დამალა მან ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ ქუეყანასა.
ჵ ძმაო, ოდეს გესმეს შენ, ვითარმედ, უფალმან მისცა ქანქარი, ნუ ჰგონებ ამას შეკრებისათჳს ოქროჲსა გინა ვეცხლისა. რაჟამს გესმეს, ვითარმედ მისცა მონაგები, რამეთუ ამით სახითა მოასწავებს უფალი სიმარტივესა ბუნებისასა, რომელი-იგი დაჰბადა პირველსა მას მამასა ჩუენსა ადამს შინა და შემდგომად მისსა შვილთა მისთა მისცა მადლი და წყალობაჲ და ნებაჲ და შეძლებაჲ. ხოლო მან რაჟამს მიიღო ესე მადლი, მოთხარა ბოროტად გონებაჲ თჳსი და დაჰფლა მან შინა მადლი იგი უფლისა თჳსისაჲ და არა დადვა იგი სავაჭროსა, და არცა ვის მისცა მონაგებისა მისგანი, რომელი არწმუნა უფალმან მისმან, რაჲთა მოართუას მას აღნადგინებითურთ, რამეთუ ბოროტად განიზრახა.
ვაჲ არს მის კაცისა, რომლისა ძიებაჲ მისი არს დიდებისათჳს და განსუენებისა ჴორციელისა და არა ზრუნავს იგი და არცა სათნო-ეყო იგი დამბადებელსა თჳსსა. ვაჲ არს მისსა, რომლისაჲ ზრუნვაჲ მისი არს შეკრებისათჳს ოქროჲსა და ვეცხლისა, რომელი არა დაადგრების ერთისა თანა, არამედ საუკუნესა სატანჯველსა მოატყუებს. ვაჲ არს მისა, რომელი დაწვების სარეცელსა ზედა ლბილსა განსასუენებელად ჴორცთა. ვაჲ არს მისა, რომელი მოიტაცებს და შეჰკრებს სხჳსა მონაგებთაგან, რამეთუ სატანჯველი განმზადებულ არს მისა. ვაჲ არს მისა, რომელი იმოსების სამოსლითა ჩჩჳლითა და ჰხედავს იგი გლახაკთა შიშულობასა და წუნობით განასხამს მათ. ხოლო რაჟამს იხილის მდიდარი სამოსლითა პატიოსნითა მჯდომარე ჰუნესა ზედა, გულს მოდგინედ ისწრაფინ მიგებებად მისა და მოწლედ ევედრებინ მას, რაჲთა შეიყვანოს იგი სახედ მისა, და მრავალი პატივი წინა-უყვის, რაჲთამცა ნაცვალი ეზღო. ვაჲ არს მისა, რომელი იცხებს სულნელთა ნელსაცხებელთა, რამეთუ ყოველი გუამი მისი სიმყრალესა შინა იყოს მერმესა მას საუკუნესა. ვაჲ არს მისსა, რომელი არა ჰგონებს მარადის სარჩელისა მისთჳს საუკუნოჲსა, რომელი ელის ცოდვილთა.
ხოლო ნეტარ არს მის კაცისა, რომლისა გონებასა დანერგულ არს, ვითარმედ სოფელსა ამას არავინ დადგრომილ არს და არცა მე დავადგრეო. ნეტარ არს, რომელი იტყჳს გონებასა შინა თჳსსა: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ ვცოდე წინაშე ღმრთისა და არა შევინანე. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგოს ზეთი პირველ ღამისა მოწევნამდე, რომელ არს აღსასრული. ნეტარ არს მისა, რომელმან განიკურნა წყლულებაჲ სულისა თჳსისაჲ. ნეტარ არს, რომელმან მოიგოს მკ\ურნალი პირველ წყლულებათა მისთა განძჳნებამდე, რომელმან წამალი არღარა შეიწყნარის.
ნეტარ არს მისა, რომელი იპოვოს კარსა ზედა ზეცისა მეუფისასა უწინარეს დახშვისა მისისა წინაშე პირსა მისსა, და ჰრეკდეს და არავინ განუღოს. ნეტარ არს მისა, რომელმან მზა ყო საგზალი გზისა მისთჳს საუკუნოჲსა. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგნეს საქმენი კეთილნი, რომლითა სათნო-ეყოს იგი ღმერთსა. ნეტარ არს მისა, რომელმან შეიყუაროს უფალი ღმერთი თჳსი ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა გულითა თჳსითა და ნებითა. ნეტარ არს, რომელმან შეიყუაროს მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ იჴსნეს იგი უფალმან ცოდვათა და ბრალთაგან.
ნეტარ არს მისა, რომელმან მკუდრად შეჰრაცხოს თავი თჳსი ყოველსა ჟამსა, რამეთუ მკუდარნი არღარა ცოდვენ შემდგომად სიკუდილისა. ეგრეცა, რომელმან შეურაცხ-ყოს თავი თჳსი და სოფელი მოიძულოს, იგი არღარა აღზუავნეს. ნეტარ არს, რომელმან ყო გონებაჲ თჳსი ტაძარ და სამკჳდრებელ ღმრთისა. ნეტარ არს, რომელი განათლდა გონებითა ქრისტეს მიერ საუკუნოდ. ნეტარ არს მისა, რომელმან მოივაჭრნეს კეთილნი საქმენი თჳსნი პირველ დახშვისა კარისა მოფარდულთაჲსა, და ეძიებდეს და არღარა პოვოს. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგნა კეთილნი სათნოებანი ჟამსა ამას.
ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ მძინარებისაგან ჩუენისა პირველ დაჴშვადმდე კარისა წინაშე პირსა ჩუენსა. ჵ ძმანო ჩემნო, გნავიღჳძოთ პირველ ღამისა მოწევნადმდე. ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ პირველ ბნელისა მის მოწევნადმდე განუნათლებელისა. ჵ ძმანო, განვიღჳძნოთ პირველ მზისა დაბნელებადმდე ჩუენ ზედა. ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳიძოთ პირველ დღისა დაბნელებადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ვარსკულავთა დამოცჳვნებადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ვედრებისა ამაო ქმნადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სინანულისა უქმ-ქმნისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ცრემლთა ცუდ-ქმნისა. ჵ ძმანო, გნავიღჳძოთ პირველ მეოხებისა არღარა შეწირვისა, არცა შეწყნარებისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სიკუდილისა მოწევნისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სატანჯველთა მოწევნისა, რომელთაგან ვერ განვერნეთ თჳნიერ ტირილისა და გლოვისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ მიწევნამდე ჩუენდა ტირილისა მის დაუდუმებელისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ დანთქმამდე ჩუენდა ზღუასა მას ცოდვისასა და სიღრმეთა ბრალისათა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ შემოსამდე ჩუენდა სირცხჳლისა მის საუკუნოჲსა ცოდვათა ჩუენთათჳს. ჵ ძმანო, განვიძღჳძოთ პირველ სმენადმდე ჴმისა მის ცოდვილთა მიმართ, ვითარმედ: განმეშორენით ჩემგან, ჵ დაწყეულნო, და წარვედით ცეცხლსა მას დაუშრეტელსა, რომელი აღთქუმულ არს თქუენთჳს და ეშმაკისა და ანგელოზთა მისთა პირველ სოფლის დაბადებითგან საუკუნოდ (მათე 25.41).
ნეტარ არს, რომელსა ჰშიოდის ნეფსით თჳსით, რამეთუ მან მოიღოს საზრდელი ცხორებისაჲ, ვითარცა თქუა ქრისტემან წმიდასა შინა სახარებასა: მე ვარ წყალი ცხოველი, "რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ ჩემ მიერ" (იოანე 7.37). ნეტარ არს, რომელმან დაუტევა სოფლისა ამის განსუენებაჲ წარმავალი, რამეთუ ვითარცა თქუა ქრისტემან, "მისცეს მას განსუენებაჲ წარუვალი" (მათე 11.29) . ნეტარ არს, რომელი შიშუელ იპოვა ცოდვათაგან ამის სოფლისათა და სამოსლისა მისისაგან, რამეთუ უფალმან შეჰმოსოს მას სამოსელი სულისა წმიდისაჲ და ანგელოზთაჲ. ნეტარ არს, რომელი ივლტოდის კაცთაგან და მარტო იქმნეს ღმრთისათჳს, რამეთუ ღმერთი ემოყუსოს მას. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს სიხარული ქორწინებისაჲ წარმავალი, რამეთუ იგი ღმრთისა თანა იხარებდეს. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს განცხრომაჲ სოფლისაჲ ამის, რამეთუ იგი ანგელოზთა თანა იხარებდეს. ნეტარ არს რომელი განეშორა საქმეთა ამის სოფლისათა მცირედ ჟამისათა და წარმავალისა, რამეთუ იგი იშუებდეს განსასუენებელთა მათ შინა საუკუნეთა, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა; რომელი ყურსა არა ესმა და თუალმან არა იხილა და გულსა კაცისასა არა მოჴდა (I კორინთ. 2.9) . ნეტარ არს, რომელი ტიროდის ამას სოფელსა ცოდვათა თჳსთათჳს ყოველსა ჟამსა, რამეთუ იგი იხარებდეს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა თანა. ნეტარ არს, რომელი განათლებულ იქმნა აქა კეთილითა საქმითა ღმრთისათჳს, რამეთუ მას საუკუნესა იყოს იგი ნათელსა შინა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა მიუაჩრდილებელსა.
ნეტარ არს, რომელმან აღმოიკითხნა საღმრთონი წიგნნი და საქმით აღასრულნა და სხუათაცა ასწავა; ამას დიდ ეწოდოს სასუფე[ვე]ლსა ცათასა. და მოგუეცინ ყოველთა ქრისტემან ძემან ღმრთისა ცხოველისამან გონებაჲ უბიწოჲ და სული წმიდაჲ და საქმე კეთილთა სათნოებათაჲ მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲთა. და აწ ვევედრნეთ ქრისტესა, რაჲთა შემიწყალნეს და ღირს მყვნეს მარჯუენით მისსა წმიდათა და რჩეულთა მისთა თანა და ვადიდებდეთ მას თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|