|
წმიდა ეფრემ ასური
სინანული წმიდისა ეფრემისი, ოდეს-იგი ტირილით ამხილებდა თავსა თჳსსა და გლოვით იტყოდა
ძველი ქართული თარგმანი
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ღირსთა საქმე წარმართებულ არს და საქმენი შენნი სირცხჳლეულნი კუალად ქცეულ არიან შენდავე.
ჵ სულო ჩემო, ცოდვათა შენთათჳს, რომელნი მარადის დაუვიწყებლად წინაშე შენსა მდგომარე არიან.
ჵ სულო ჩემო, წერილისა მისგან მოსაჴსენებელისა ცოდვათა შენთა აღსარაცხელად დღესა მას განკითხვისასა.
ჵ სულო ჩემო, წარდგომისა მისთჳს წინაშე ღმრთისა შენისა, ოდეს-იგი გემოსნენ ბოროტნი საქმენი ცხადად, ვითარცა სამოსელნი.
ჵ სულო ჩემო, კალმისა მისგან დამწერელისა და რომელ დაწერილ არიან მედგრობანი შენნი.
ჵ სულო ჩემო, დღისა მისთჳს, ოდეს-იგი მშობელნი ნაშობთა თჳსთათჳს ვერღარა ზრუნვიდენ, არამედ თავთა ხოლო თჳსთა ზრუნვაჲ აქუნდეს.
ჵ სულო ჩემო, ვითარ უდებ იქმენ სასუფეველისათჳს ცათაჲსა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ უზრუნველ იქმენ შენ საშჯელთა მათთჳს ჯოჯოხეთისათა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ არა დაივიწყე შენ სიყუარული სოფლისაჲ ამის მწრაფლ წარმავალისაჲ.
ჵ სულო ჩემო, ვითარ უქმ იქმენ საქმისა მისთჳს საუკუნოჲსა, - ცხორებისა განუქარვებელისა.
ჵ სულო ჩემო, დღისა მისთჳს წარმავალისა და დღისა მისთჳს წარუვალისა საუკუნოდ სატანჯველთა დამამტკიცებელისა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ ზრუნვამან საწუთროჲსამან მოგიგნა შენ მწუხარებანი საუკუნენი.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ნუგეშინის-ვსცემ გულსა ჩემსა მოთმინებითა და მას არა აქუს ნუგეშინის-ცემაჲ მინდობილი.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ დამიმკჳდრენ ცოდვანი და ბრალნი აღურაცხელნი მრავალთა თანა განსაცდელთა და მწუხარებათა.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ დახშულ არს ჩემდა სასუფეველი ცათაჲ სიმართლისა მშჯავრითა.
ჵ სულო ჩემო, მრავალ-ფერთა მათთჳს სატანჯველთა განმაზადებულთა ჩემთჳს საუკუნოდ.
ჵ სულო ჩემო, საშინელისა მისთჳს წარდგომისა და საზარელისა განკითხვისა ცოდვილთათჳს.
ჵ სულო ჩემო, უქრთამოჲსა მისთჳს მსაჯულისა სამართლით განმკითხველისა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე მოვიცვალო საუკუნოჲ იგი საწუთროჲთა ამით წარმავალითა?
ჵ სულო, მუნ არღარა არს ცვალებაჲ, არცაღა სინანული.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ლოცვაჲ და ვედრებაჲ შენი შეურაცხ და საწუნელ არს ზეცისათა თანა.
ჵ სულო ჩემო, უკუეთუ გუამი შენი ჯოჯოხეთისათჳს იზარდების სამკჳდრებელად.
ჵ სულო ჩემო, უკუეთუ ქედი შენი ბარჯისათჳს და საჴივისა ემზადების დადებად.
ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისთჳს საუკუნოჲსა უშრეტისა.
ჵ სულო ჩემო, ტირილისა მისთჳს დაუცადებელისა და ღრჭენისათჳს კბილთაჲსა დაულევნელისა.
ჵ სულო ჩემო, სატანჯველთა მათთჳს უწყალოთა და ჭირთა მათთჳს საუკუნეთა.
ჵ სულო ჩემო, რაჟამს-იგი დაბრმობილ ვიყო ჴორცითა და მწუხარე სულითა საუკუნოდ.
ჵ სულო ჩემო, რაჟამს-იგი შთაგდებულ ვიქმნე სიღრმეთა უმეცრებისათა ჯოჯოხეთს შინა მოუჴსენებელად და დაუთმენელად.
ჵ სულო ჩემო, გუემათა მათთჳს ულხინებელთა.
ჵ სულო ჩემო, ქუესკნელისა მისთჳს სენისა ბნელისა და გარესკნელისა წყუდიადისა.
ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან მართლისა და მსჯავრისა სამართლისა თუალ-უხუავისა.
ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან უწყალოჲსა, რომელი არა ზედა ადგრების არცა დიდსა და არცა მცირესა.
ჵ სულო ჩემო, უკუეთუ ჯოჯოხეთი ყოფად არს სამკჳდრებელი ჩემი და ქუესკნელი საყოფელი ჩემი.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ხვალე მოგეგოს საქმეთა შენთა მოსაგებელი.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ხვალე შთაგდებულ იქმნე აჩრდილთა სიკუდილისათა მოუჴსენებელთა.
ჵ სულო ჩემო, განმაზადებულთა მათთჳს მრავალ-ფერთა სატანჯველთა შენთჳს.
ჵ სულო, რამეთუ ხვალე მიცვალებად ხარ ეზოდ განსაცდელთა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ განეშორო ტომთა და ნათესავთა შენთაგან და დავიწყებულ იქმნე ყოველთაგან გულთა ცხოველთაჲსა საუკუნოდ.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ მიეცემი შენ ხვალე ბნელსა წყუდიადსა და სატანჯველსა საუკუნესა.
ჵ სულო ჩემო, რაჲსაღა უძლურ და ამაო არიან ღონისძიებანი შენნი მისთჳს, რომელი-იგი მოიწევის შენ ზედა ხვალე.
ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისგან, რომელი დასწუავს ცოდვილთა.
ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ყოლადვე არა დაბადებულ ვიყავ ქუეყანასა ზედა.
ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ჰაერთა შინა მფრინვალედ დავებადე ღმერთსა.
ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ნადირად ველთად დაბადებულ ვიყავ და არა კაცად პირ-მეტყუელად ქუეყანასა ზედა.
ჵ სულო ჩემო, ვითარმე განვერე საქმეთა მათგან მოწევნულთა და ვითარ დავიცვე ცოდვთაგან მოწევნადთა?
ჵ სულო ჩემო, დაფარულთა მათგან მედგრობათა და ცხადთაგან უკეთურებათა აღურაცხელთა.
ჵ სულო ჩემო, კადნიერებისა ჩემისათჳს ღმრთისა მიმართ და განდგომილებისათჳს მცნებათა მისთაჲსა წარმდებებით.
ჵ სულო ჩემო, ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს, რომელთა-იგი ვიქმოდე ურცხჳნოებით და კადნიერად მაღლისა მიმართ.
ჵ სულო ჩემო, იგლოვდ და ტიროდე დაუცადებლად, რამეთუ სამართლად ღირს ხარ შენ გლოვასა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
ჵ სულო ჩემო, რაჲღა ბოროტ არს ჟამი იგი, რომელსა შინა იყოს მიცვალებაჲ ამის საწუთროჲსაგან საუკუნოდ?
ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე აღვიარნე ბოროტნი საქმენი ჩემნი დღესა მას განსლვისასა ამიერ სოფლით?
ჵ სულო ჩემო, ვითარ მე გულისჴმა-ვყუნე მრავალ-ფერნი იგი სატანჯველნი მომავალნი ჩემ ზედა?
ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე მოთმინე ვიქმნე ბოროტთა მათ მოწევნადთა ჩემ ზედა?
ჵ სულო ჩემო, განამრავლე ამიერითგან გლოვაჲ და ტირილი ცოდვათა შენთათჳს.
ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე ღირს ვიქმნე წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა ჟამსა მას განსლვისა ჩემისასა ამიერ სოფლით?
ჵ სულო ჩემო, ნეტარ არს კაცი იგი, რომელი სათნო-ეყო ღმერთსა და მიაგო მას კეთილი მისაგებელი.
ჵ სულო ჩემო, ვითარ არა შევინანე ცოდვათა ჩემთა სიმრავლე, რომელი წინაჲსწარ ვქმენი.
ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისგან დაუთმენელისა, რომელი გულის წყრომით მოწევნად არს ჩემ ზედა.
ჵ სულო ჩემო, ევედრე ღმერთსა ლმობიერად, რაჲთა გიჴსნეს შენ რისხვისა მისისაგან და ბოროტთა მოსაგებელთა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ კადნიერ ვიქმნე ვედრებად ღმრთისა მოტევებისათჳს, რამეთუ არა მქონან მე საქმენი კეთილნი, ვითარ შემძლებელ ვიქმნე დაფარვად ცოდვათა ჩემთა კაცთაგან და ბოროტნი ჩემნი განცხადებულ არიან.
ჵ სულო ჩემო, ვითარ შეურაცხ-ვყუნე ამაოებანი სოფლისანი.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ბრალნი ჩემნი განმრავლებულ არიან და კეთილისა საქმენი ჩემნი ამაო და ცუდ ქმნულ არიან.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ბოროტნი ჩემნი განძლიერდეს და სათნოებანი ჩემნი მოუძლურდეს.
ჵ სულო ჩემო, სადა უკუე ყოფად არს სამკჳდრებელი და საყოფელი შენი.
ჵ სულო ჩემო, ჟამისა მისთჳს წარსრულისა, რომელნი თანა წარმჴდეს მე ურჩებასა შინა ღმრთისასა ჩემისასა, რომელთა შინა არასადა სათნო-ვეყავ დამბადებელსა ჩემსა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ წარტყუენა გონებაჲ ჩემი ზრუნვამან ამის სოფლისამან, და არა მოვიჴსენენ მცნებანი ღმრთისა ჩემისანი აქამომდე.
ჵ სულო ჩემო, ვითარ არა შევინანენ მრავალნი ცოდვანი ჩემნი პირველ მოწევნისა ჩემდა მომწოდებლისა.
ჵ სულო ჩემო, ვიდრემდის მიადროებდე შენ მორჩილებასა ღმრთისასა, ვიდრემდის ურცხჳნოდ განუდგები შენ დამბადებელსა შენსა.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ არა არს ღონე სიკუდილისაგან და არცა ეგების, თუმცა ხილული ესე გუამი მიწა და ნაცარ არა იქმნა შემდგომად სიკუდილისა.
ჵ სულო ჩემო, ვითარ უკუე ვყო, რამეთუ არა არს ღონე საშჯელისაგან და პატიჟთა მიგებისა საქმეთაებრ კაცთაჲსა.
ჵ სულო ჩემო, სამართლით განბჭობილ არს შენ ზედა გლოაჲ და ტირილი დიდი დღე და ღამე მარადის ყოველთა დღე\თა ცხორებისა შენისათა დაუცადებლად.
ჵ სულო ჩემო, სატანჯველთა მათგან მომავალთა, უკუეთუ არა სათნო-იყოს ღმერთმან ლოცვაჲ და ტირილი ჩემი, რამეთუ აუგეან არს იგი.
ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მის დაუშრეტელისა ცოდვილთათჳს განმზადებულისა.
ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან თუალ-უხუავისა, რომელი არა მიიღებს ქრთამს(ა) და არცა შეიწყნარებს ვედრებას.
ჵ სულო ჩემო, სიმძაფრისა მისგან წყურილისა და შეურვებისაგან მჴურვალებისა, რომელი ყოფად არს ცოდვისა მიზეზთათჳს.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ არა უწყი, ვიდრე მიწევნად ხარ შენ ხვალე - წყალობად ანუ სტანჯველად საუკუნოდ.
ჵ სულო ჩემო, შთანთქმისა მისთჳს სიღრმმეთა ჯოჯოხეთისათა შემდგომად განსლვისა მის ამიერ სოფლით.
ჵ სულო ჩემო, სენისა მისგან, რომელსა არა აქუს კურნებაჲ, არამედ მიცვალებაჲ ამიერ სოფლით ადგილად ხენეშად წარსაწყმედელისა.
ჵ სულო ჩემო, საფლავისაგან, რომელი საყოფლად საუკუნოდ დამკჳდრებად გიც ხვალე, რომლისაგან ვერვინ განერების.
ჵ სულო ჩემო, მხილებისა მისგან ხვალე ცოდვათა შენთა და სირცხჳლისა ბოროტთა საქმეთა შენთაჲსა ანგელოზთაგან.
ჵ სულო ჩემო, ზარისა მისგან და შეძრწუნებისა, ოდეს-იგი ბოროტთა საქმეთა ჩემთა ნაცვალი მო[მე]გებვოდის სატანჯველი იგი საუკუნოჲ.
ჵ სულო ჩემო, ვითარ შემინდვნეს მე ღმერთმან და ვითარ ისმინოს ვედრებაჲ ჩემი, რამეთუ მე არა ვევედრები მას ყოველთა დღეთა ჩემთა ცრემლითა ლმობიერითა და სულ-თქუმითა.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ ყოველთა დღეთა მესმოდეს წიგნთა სიტყუანი და მცნებანი ღმრთისა ჩემისანი და მე უდებ- და შეურაცხ-ვჰყოფდი მათ. აწ უკუე რაჲ მიუგო მისთჳს?
ჵ სულო ჩემო, ზარისა მისთჳს, რაჟამს ჰხედვიდე შენ პირებსა მას საზარელსა ეშმაკთასა სატანჯველთა მათ შინა, რომელთა თანა დამკჳდრებად ხარ ხვალე.
ჵ სულო ჩემო, რამეთუ სიკუდილი მოსწრაფე არს წარტაცებად ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა და არასადა ვინ განერების მისგან და აქამომდე რავდენნი წარუტაცებიან მამანი, ნათესავნი და წინაწარმეტყუელნი და მოწამენი და ყოველი ერი ადამეანი და იგი მჴურვალებისა მისისაგან არა დასცხრების და არცა ვის აქუს მშჳდობაჲ მისგან, არამედ ნეტარ არიან, ძმანო ჩემნო, კაცნი იგი, რომელთა დააჯერეს ღმერთი კეთილითა სლვითა მათითა და სათნოებითა პირველ სიკუდილისა, რამეთუ ნუგეშინის-ცემულ იქმნენ იგინი ადგილსა მას, სადა-იგი ვერ სარგებელ ეყოს მამაჲ გინა დედაჲ, არცა ძმანი და არცა მეგობარნი, და ვერცა რომლითა მიზეზითა გან-ვინ-ერების მისგან. რამეთუ ღმერთმან, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, მიუვლინის ანგელოზი კაცსა შესა\ტყ\უებელი საქმეთა მისთაჲ. რომელთა-იგი სათნოებითა მათითა დააჯერეს ღმერთი, რამეთუ მოსწრაფედ დაიცვნეს მცნებანი მისნი მარხვითა, ლოცვითა და მღჳძარებითა და გლახაკთ-მოწყალებითა, ამათ მიუვლინის ღმერთმან ანგელოზი მშჳდობისაჲ სახიერი და მოწყალე, და მან გამოიყვანის სული მისი სიხარულით და მხიარულებით და ჰლოცავნ მას დაწყნარებულად და არა შეაძრწუნის.
ხოლო სულთა მათ ცოდვილთა, რომელთა განარისხნეს ღმერთი და განუდგეს მცნებათა მისთა, ამათ მიუვლინის ღმერთმან ანგელოზი მრისხანე, რომელთა იძულებით და რისხვითა მრავლითა და ჭირითა გამოიყვანიან სული მათი გუამთა მათთაგან და წარიყვანიან ზარ-განჴდილი და შეძრწუნებული სატანჯველად საუკუნოდ. ამისთჳს ვევედრნეთ ჩუენ ღმერთსა, რაჲთა წყალობით მოგჳტევნეს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და მიჴსნეს ჩუენ ჟამისა მისგან შესაძრწუნებელისა და რაჲთა მისი არს დიდებაჲ და პატივი, ქებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|