მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სიკუდილისათჳს [და] გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან

 

ძველი ქართული თარგმანი


პირველი მონაზონისა სულისა ოჴრებაჲ სიცილი და განცხრომაჲ არს. ჵ მონაზონო, ოდეს იხილო ესევითარი რაჲმე სულსა შენსა დადგრომილი, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიახლებულ ხარ შენ სიღრმესა წარსაწყმედელისასა. მაშინ ითხოვდი ღმრთისაგან ვედრებით, რაჲთა გიჴსნეს შენ ამის ესევითარისა სიკუდილისაგან. სიცილმან და განცხრომამან წარწყმიდის სული მონაზონისაჲ. სიცილმან და განცხრომამან შთააგდის სული მონაზონისაჲ ვნებათა მწიკულევანსა, არა ხოლო თუ ოდენ ჭაბუკი, არამედ მოხუცებულისა. სიცილმან და განცხრომამან განდევნის შიში ღმრთისაჲ გულისაგან მონაზონისა. ამისთჳს უკუე თქუა ვინმე წმიდათაგანმან, ვითარმედ: განცხრომამან განრყუნის ნაყოფი მონაზონისაჲ, ვითარცა განრყუნის ხორშაკმან ნაყოფი ქუეყანისაჲ. და კუალად სიცილმან წარწყმიდის ნეტარებაჲ, რომელი აღთქუმულ არს მგლოვარეთა გულითა. სიცილი უჴმარ არს და უსარგებლო და უფროჲსღა დამარღუეველ შენებულსა. სიცილი შემაწუხებელი არს სულისა წმიდისაჲ და წარმწყმედელ სულსა მონაზონისასა. სიცილმან განდევნის სასოებაჲ და წარწყმიდის ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ, და მოუღის მოგონებაჲ სატანჯველთაჲ.

ჵ უფალო სახიერო, განდევნე ჩემგან სიცილი და განცხრომაჲ და მომეც მე გლოვაჲ და ტირილი, რომელი უფროჲსად მეთხოვების!

პირველი გლოვაჲ საღმრთოჲ ესე არს, რაჲთა განიხილოს კაცმან სული თჳსი და არა იყოს იგი საჩუენებელ(ად) კაცთა, არამედ სამადლობელად ღმრთისა, რომელი [ხედავს] საიდუმლოთა გულისათა, რაჲთა მოვიღოთ მისგან ნეტარებაჲ და ვიყუნეთ წინაშე კაცთა მხიარულ და მოხარულ სულითა წმიდითა და ნიჭითა ღმრთისაჲთა. და შინაგან ვიყვნეთ მგლოვარე და ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲთა დაგჳცვნეს ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა. და არა დავაკლდეთ სასუფეველსა მისსა და კეთილთა მათ, რომელნი აღთქუმულ არიან ნებისა მისისა აღმასრულებელთა. გლოვაჲ სარგებელ არს და მცველ სულისა, რამეთუ განჰბანს იგი ტირილითა და განჰბანს იგი ცრემლითა. გლოვაჲ მშობელი არს უბიწოებისაჲ და მომკუეთელ ნებათა ბოროტთა და მომპოვნებელ კეთილთა საუკუნეთა. და რაჲმე უკუე ვთქუა ამისთჳს უფროჲსი, რამეთუ ღმერთიცა ჰნატრის მგლოვარეთა და იტყჳს უკუე ვთქუა ამისთჳს უფროჲსი, რამეთუ ღმერთიცა ჰნატრის მგლოვარეთა და იტყჳს "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა" და კუალად რომელიმე მოწაფეთაგანი უფლისათაჲ იტყჳს, ვითარმედ: შეცვალეთ სიცილი თქუენი გლოვად და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით ჴელსა ქუეშე ღმრთისა ძლიერისასა, რაჲთა მან აღგამაღლნეს თქუენ (იაკობი 4.9-10).

აწ უკუე რაჲმე ვყო მე ცოდვილმან ამან, რომელსა არა მაქუს გლოვაჲ, არცა ტირილი, არამედ სხუათა ვასწავებ და უქებ და მე არა ვჰყოფ. ვაჲ მე, ვითარღა უდებ ვყავ და შეურაცხ სულისა ჩემისა ცხორებაჲ! ვაჲ მე, რამეთუ მეცნიერებით ვცოდავ, რამეთუ უწყი მე შეტყუებაჲ ბრალთაჲ და არა დავსცხრები მათგან საქმესა. ვაჲ მე, რამეთუ არა მაქუს მე შენდობაჲ, რამეთუ სიტყჳთ საგონებელ ვარ მე მარჯუენითთა მათ თანად და მე საქმით მარცხენითთა მათ თანა ვარ. აგიარებ ცოდვათა ჩემთა, უფალო, მოწყალეო და ძჳრ-უჴსენებელო, დაღაცათუ დავდუმნე, შენ თჳთ უწყნივე საიდუმლონი ჩემნი და არარაჲ არს დაფარულ შენ წინაშე, არამედ რამეთუ სთქუ წინაჲსწარმეტყუელისა შენისა მიერ, ვითარმედ: აღიარენ ბრალნი შენნი და განჰმართლდე (ესაია 43.26) . და აწ მე ვიტყჳ: შეგცოდე, უფალო, და არა ვარ ღირს ახილვად ზეცად მრავალთა ცოდვათა ჩემთათჳს. რამეთუ მცირისა გემოჲსათჳს დავივიწყე ცეცხლი იგი ჯოჯოხეთისაჲ. არა მოსწრაფე ვიქმენ მოგებად სასუფეველისა შენისა. და რაჲმე ვყო მე ყოველთა კაცთა უსაწყალობელესმან, გარნა თუ ვსტიროდი თავსა ჩემსა, ვიდრე ჟამი არს-ღა შეწირვად ტირილისა და ცრემლთა. მომცენ მე, უფალო, ცრემლნი მჴურვალენი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ მომცემელი და მწყალობელი და შენდა მოვივლტი, რაჲთა განსწმიდო მწიკულევანებაჲ სულისა ჩემისაჲ.

ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო ცეცხლსა მას ჯოჯოხეთისასა და ბნელსა მას გარესკნელისასა, სადა-იგი არს ტირილი თუალთაჲ დაუცადებელად და ღრჭენაჲ დაულევნელად. ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო სატანჯველთა მათგან დაუსრულებელთა და მატლსა მას წამლეანსა დაუძინებელსა. ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო ანგელოზთა მათგან მრისხანეთა, რომელნი სატანჯველთა ზედა არიან, რამეთუ საშინელ არიან და უწყალო. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ და ვტიროდი დღე და ღამე, რაჲთა დავეგო ღმერთსა, რამეთუ განვარისხე მე.

სცოდე, ჵ სულო ჩემო, შეინანე მწრაფლ, რამეთუ დღენი ჩუენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხჳდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასაჴდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაჲ შენდა, სულო ჩემო, რამეთუ განსდევნენ შენგან წმიდანი ანგელოზნი საქმითა შენითა ბოროტითა.

აწ უკუე, ძმაო ჩემო საყუარელო, ნუ სცემთ ჴორცთა შენთა განსუენებასა, ნუცა დააცხრობ თუალთა შენთა ტირილისაგან, და ითხოვდი ღმრთისაგან დაუცადებლად, სახიერისა და მოწყალისა, ლმობიერითა გულითა, რაჲთა მოგცეს შენ ძალი მაღლით. რამეთუ ვერ ეგების, ვითარცა არა მიჰვლე გზაჲ იგი საშინელი და არავინ ჰპოვო თანა-მოგზაურად შენდა და არცა შემწედ, არცა მშობელნი და არცა ძმანი, არცა ტომნი და არცა მოყუარენი, არცა სიმდიდრე და არცა მონაგებნი, და არცა სხუაჲ რაჲ მსგავსი ამისი.

აწ უკუე ნუ უგულებელს-ჰყოფ, ძმაო, კეთილისა საქმესა, ნუუკუე არღარა გეპოვოს ჟამი ცხორებასა შენსა და ინა[ნ]დე მერმე ურგებად. სახე განვიგოთ უკუე, ოდეს წარვიდეთ ჩუენ, მუნ ვერ შემიძლონ ჩუენ შეპყრობად მთავართა მათ ბნელისათა, რამეთუ არა ეშინიან მათ მეფისაგან და არცა მთავართა პატივ-სცემენ, არცა დიდსა, არცა მცირესა, არამედ მათგან ხოლო, რომელნი ვლენან გზათა სიმართლისათა და აღასრულნეს დღენი მათნი კეთილისა საქმითა. მათგან შიშით განეშორნენ და მწრაფლ განუცალონ გზაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "მადლი და წყალობაჲ მოშიშთა ზედა მისთა და არა შეეხოს მათ ბოროტი" (ფს. 102.17) . და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წმიდათანი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა იხილონ მათ სატანჯველი, რამეთუ სიმართლე მათი წარუძღუა მათ წინაშე მათსა და დიდებაჲ ღმრთისაჲ ჰფარვიდა მათ, და რაჟამს უჴმეს მას, ისმინა მათი და ჰრქუა, ვითარმედ: აქა ვარ. რამეთუ რომელი აღუთქუა, აღუსრულა. ნეტარ არს, რომელი შეემთხჳოს მას ურცხჳნელად ჟამსა მას შიშისასა, ნუ უდებ იქმნებით, ძმანო ჩემნო, საყუარელნო, რაჲთა არა მოვატყუათ თავთა ჩუენთა, რომელი უძნდეს სულთა ჩუენთა. და კუალად მოვიგოთ, რომელი განიხრწნების, რამეთუ დღე იგი ყოველსავე ცუდ ჰყოფს, რამეთუ ოდეს მივიწინეთ ჟამსა განყენებისასა, ამაო იქმნებიან განსუენებანი, და დასცხრებიან ცუდად დიდებანი და ნუკევანი, და არცა დაშთებიან მდიდარნი და არცა ხუასტაგის მოყუარენი. ესე ყოველი და მსგავსი მისი ცუდ იქმნების დღესა მას განშორებისასა.

ჵ უფალო, მოვიჴსენე ჟამი იგი და შევძრწუნდი, და ვითხოვ სახიერებისაგან შენისა: ნუ მიმცემ მე ჴელთა მტერთა ჩემთასა და ნუცა სადა იქადინ მტერი ჩემი ჩემ ზედა, უფალო; და ნუცამცა დაიღრჭენენ კბილთა მათთა შემაშინებელად სულისა ჩემისა ცოდვილისა და ნუცამცა მეტყჳან, ვითარმედ: ჴელთ გჳგდებიე ჩუენ და მოცემულ ხარ ჩუენდა და აჰა დღე, რომელსა მოველოდენით ჩუენ შენთჳსო. ნუ დაივიწყებ, უფალო, მოწყალებასა შენსა, და ნუცა მომაგებ მე მსგავსად ცოდვათა ჩემთა. ნუცა გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა მეტყჳ, ვითარმედ: ამენ, არა გიციო. შენ, უფალო, მსწავლე მოწყალებით და ნუ ახარებ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა, არამედ დაშრიტე სიქადული მათი და მოაუძლურე ძალი მათი და მომმადლე მე სლვაჲ გზათა შენთა უბრალოდ. შეიწირე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, არა თუ სიმართლეთა ჩემთათჳს, არამედ მრავალთა მოწყალებათა შენთათჳს და აურაცხელ\თა სახიერებათა შენთა. იჴსენ სული ჩემი ცოდვილი სიკუდილისაგან. მოიჴსენე, უფალო მოწყალ[ე]ო, დაღათუ შეგცოდე შენ და მოვიწყალ წყლულებითა სასიკუდინოჲთა, არა მივივლტი მკურნალისა თჳნიერ შენსა, არამედ სიტკბოებათა შენთა მომართ მოვივლტი, რამეთუ შენ ხარ, უფალო, ყოველთა ღმერთი და ჴელთა შინა შენთა არს ყოველთა კაცთა სული. და შენ სთქუ, უფალო: "ითხოვდით და მოგეცეს" (იოანე 15.7). და მისთჳსცა ვითხოვ შენგან: განწმინდე მე პირველ სიკუდილისა ჩემისა ყოვლისაგან ცოდვისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა, უფალო. პირი არა მაქუს ღირსად მჴმობარე და გული არა წმიდა არს და სული შესუარული არს ცოდვითა.

აწ ისმინე, უფალო, მრავალ-მოწყალებითა შენითა, რამეთუ არა შეურაცხ-ჰყვი თხოვაჲ მათი, რომელთა-იგი ჭეშმარიტად შეინანიან, გარნა სინანული ჩემი არა წმიდა არს, არამედ განრყუნილ არს, რამეთუ ჟამ ერთ ვინანდი და ორ ჟამ განგარისხებდი. დაამტკიცე, უფალო, გული ჩემი შიშსა შენსა და დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი კლდესა ზედა სინანულისასა. სძლენ სიტკბოებამან შენმან, უფალო, ბოროტთა ჩემთა. სძლენ ნათელმან შენმან მადლისამან სიბნელესა ამას ჩემსა. უფალო, რომელმან აღუხილენ თუალნი ბრმასა მას სილოამს, აღმიხილენ მეცა თუალნი გონებისა ჩემისანი დაბნელებულნი. და ვითარცა განმსწმიდე კეთროვანი იგი სიტყჳთა, განწმიდე შებღალულებაჲცა ესე ჩემი. იყავნ მადლი შენი ჩემ შორის, უფალო მოწყალეო, ვითარცა ცეცხლი, რაჲთა დაწუნეს გულის-სიტყუანი ჩემნი შეგინებულნი და მწიკულევანნი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ სახიერი და მწყალობელი, ნათელი უზეშთაესი ყოველთა ნათელთა და სიხარული უზეშთაესი ყოველთა სიხარულთაჲ, განსუენებაჲ უზეშთაესი ყოველთა განსუენებათაჲ, ცხორებაჲ ჭეშმარიტი და მაცხოვარი სამარადისოჲ. აჰა ესერა მე წინა-გიყოფ სულსა ჩემსა ცოდვილსა, ჵ მწყალობელო, და გევედრები, რაჲთა შეიწყალო, რამეთუ თანა-მდებ არს ყოველთა პატიჟთა და ღირს არს ყოველთა სატანჯველთა. არამედ მე მოვივლტი შენდა, მჴსნელო, რაჲთა არა ყოლადვე მიმიგდო მტერსა ჩემსა, არამედ შენ, უფალო, მოწყალეო, სახიერო და ძჳრ-უჴსენებელო, აღმოიყვანე სული ჩემი შთავრდომილი სიღრმესა ცოდვისასა და განაცხოველე იგი, რამეთუ მოვაკუდინე გარდასლვითა მცნებათა შენთაჲთა, სახ[ი]ერო. განანათლე გული ჩემი დაბნელებული ნებითა ბოროტთაჲთა და მიჴსენ მე ყოვლისაგან ძჳრის-საქმისა და სიძულილისა კაცთაჲსა და ძჳრის-ჴსენებისა და გამოაჩინე ჩემ შორის სრული სიყუარული შენი. ჵ უფალო ჩემო, იესუ ქრისტე, მჴსნელო სოფლისაო, დაწერე სახელი მონისა შენისაჲ წიგნსა მას ცხოვლთასა და მომანიჭე მე სრული კეთილი, რაჲთა აღვიღო ძლევაჲ ეშმაკთა ზედა და თაყუანის-ვსცე წინაშე საყდარსა დიდებისა შენისასა ურცხჳნელად ყოვლთა თანა მართალთა, რომელნი სათნო-გეყვნეს შენ, ღმერთო.

გევედრები თქუენ, საყუარელნო, რჩეულნო უფლისანო, რაჲთა ითხოვოთ ქრისტესგან ჩემთჳსცა ცოდვილისა მონისა, ვითარცა-იგი ითხოვეს წმიდათა მოციქულთა ქანანელისა მისთჳს დედაკაცისა, რაჲთა შეიწიროს ლოცვაჲ ჩემი ლოცვათა თქუენთა თანა შეწირულთა წინაშე ღმრთისა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.