წმიდა ეფრემ ასური
მონანულმა პეტრემ მოციქულის მადლი დაიბრუნა
პეტრე მოციქულმა მოციქულად დადგენის შემდეგ ძალები და ნიშები აღასრულა სულიწმიდის მადლით და ხალხი მონათლა იერუსალიმში; ამის შემდეგ კი ქრისტე უარყო. მაგრამ მონანული პეტრე ღვთისგან არ მოიკიცხა, რადგან „ტიროდა მწარედ (მათე 26,75), და მადლი მიენიჭა. ქრისტემ შეუნდო მას, რადგან - ადამიანს არ ძალუძს შენდობა მისი, ვინც ღვთის წინააღმდეგ შესცოდავს; და ქრისტემ, ვითარცა ღმერთმა, ადრე შეუნდო უნებლიეთ უარმყოფელს. ქრისტე ჯვარცმამდეც ღმერთი იყო, მაგრამ ღმრთეება დაფარული იყო დედამიწის ყველა მცხოვრებისაგან. პეტრე უხილავს ვერ ხედავდა; ის ხილულმა მიიზიდა და დააბრკოლა, მაგრამ მონანიების შემდეგ უფალმა შეიწყნარა. პეტრეს განდგომა დაუდევრობის საბაბად არ გექცეს. იგი სხვებს აჰყვა, შენ კი უშფოთველად უნდა დაიცვა სარწმუნოება, როგორც სწავლებით განსწავლულმა და სარწმუნოებრივი ცოდნით დამტკიცებულმა. მან ისევ მალე შეიძინა ქრისტე და შენდობის ღირსი გახდა. შენ კი არ იცი, მოგიტევებს ცოდვებს ღმერთი, თუ არა, რადგან ამის მიტევება არ ძალუძს არც ერთ ადამიანს - არც ნოეს, არც იობს და არც დანიელს. პეტრეს უკიდურესად გამოუვალი მდგომარეობა ამართლებს, მაგრამ წარწყმედა ემუქრება მას, ვინც უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი და მაინც შეცდება, რადგან: “დღე უფლისა ბნელ არს და არა ნათელ“ (ამოსი 5,20).
|