მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი თარგმანებული მეექუსისა ფსალმუნისაჲ მარხვისათჳს და სინანულისა

 

ძველი ქართული თარგმანი


ჵ კრებულო მორწმუნეთაო, საყუარელნო, ისმინეთ თქუმულთა ამათ ჩემთა შემოსლვისათჳს წმიდათა მარხვათაჲსა, რომელნი დასხმულ არიან ჩუენთჳს, ვითარცა აღმითქუა ჩუენ სულმან წმიდამან ფსალმუნსა შინა მეექუსესა, რამეთუ გუასწავა, რომლითა მიზეზითა შევიწყალნეთ ღმრთისა მიერ მოწყალისა, რომელსა შინა არს სიმდაბლე ჭეშმარიტი მონანულთაჲ და მადლობაჲ ღმრთისაჲ და ჴსენებაჲ ცრემლთა მჴურვალეთაჲ, და უძლურებისა და შემუსრვილებისაჲ, რომელი არნ ცოდვათათჳს, რომელთაგან მოგუეცემის ცრემლთა გამოჴსნაჲ წყალობითა ღმრთისაჲთა ღამით და დღით. არა ხოლო თუ სინანულისათჳს მარტოდ მოტევებაჲ, არამედ რომელი მომეცემის ჩუენ სრულიად მოტევებაჲ და განოტობაჲ მტერთაჲ, რომელნი მეწყვებიან ჩუენ დღე და ღამე ეშმაკნი. და თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ მის ესე არს, რომელი წერილ არს ფსალმუნი მეექუსე დავით წინაწარმეტყუელთაჲ, რომელი თქუა მერვისათჳს.

მაშინ იწყო ვედრებად და ლმობიერად, ეტყოდა მსაჯულსა და ჰრქუა: "უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე" (ფსალმ. 6.1), და მე უწყი, სახიერო, რამეთუ ვერ ეგების, ვითარმცა არა წავრდეგ წინაშე საშინელსა და შესაძრწუნებელსა საშჯელსა განკითხვად ყოველთა თანა კრებულთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა თანა დაბადებულთა. მაშინღა ცხადად განცხადნენ ცოდვანი ჩემნი. ჵ მოწყალეო, რამეთუ ცოდვანი ჩემნი უზეშთაეს მოტევებისა არიან და მე უმეტეს განვარისხე სახელი წმიდაჲ შენი; და უძჳრეს ყოველთა ცოდვილთასა აღვასრულენ დღენი ჩემნი; და უფროჲს მისსა, რომელსა-იგი თანა-ედვა ბევრი ტალანტი, განმრავლდეს თანა-ნადებნი ჩემნი; და უფროჲს გუემულისა მის ავაზაკთა მიერ განძჳნდეს ნაგუემნი ჩემნი; და უფროჲს მეძვისა მის შე\ვაგინე სული ჩემი; და უძჳრეს ქანანელისა მის დამძიმდა ჩემ ზედა ტჳრთი ცოდვათა ჩემთაჲ, და შეცდომილი შენდა მიმართ ვღაღადებ: უფალო! რომელმან სახელი შენი წმიდაჲ განვარისხე და სული წმიდაჲ შენი შევაწუხე და მცნებანი შენნი არა დავიმარხენ და სიმდიდრე შენი უგულებელს-ვყავ, საფასე იგი კეთილთა შენთაჲ მედგრად განვაგე და მონაგები უფლებისა შენისაჲ ცოდვასა შინა აღვასრულე და სული ჩემი, რომელ არს ხატი შენი, ბრალთა სიმრავლითა შევაგინე, და ტაძარი შენი, რომელ არს გუამი ჩემი, უკეთურებითა შევამწიკულე, და ჟამნი ჩემნი და დღენი, რომელ მომცენი მე, ცოდვასა შინა აღვასრულენ, და პირი ჩემი, რომელი შენ განმინათლე, ბრალითა ვარცხჳნე, და ბაგენი ჩემნი, რომელ შენ განსწმიდენ, უკეთურებითა შევაგინენ იგინი, და თუალნი ჩემნი, რომელ შენ განმინათლენ, ცოდვითა დავაბნელენ იგინი. და მე უწყი, უფალო, ვითარმედ წარდგომად ვარ საშინელსა მას განსაკითხავსა, და მემხილნენ მე ცოდვანი ჩემნი და არავინაჲ არს ჩემდა განრომაჲ მისგან. არამედ ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, რაჲთა სარგებელ მეყოს მე ესე.

ჵ უფალო მოწყალეო და მწყალობელო, შენ ჭეშმარიტად უწყნი შეცოდებანი ჩემნი დაფარულნი, და ნუ მამხილებ მე და ნუ მარცხუენ. და ნუმცა გამოეცხადებიან ცოდვანი ჩემნი ყოველთა ანგელოზთა შენთა და კაცთა, და ვიყო მე საკიცხელ და საყუედრელ მათდა. ნუ სახიერო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, რამეთუ ვერ შემძლებელ არს კაცი რისხვასა ქუეყანისა მეფისასა, და ვითარ შეუძლონ დაბადებულთა რისხვასა დამბადებელისა ღმრთისასა!

"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" (ფსალმ. 6.1) , რამეთუ ღირს ვარ მე ყოველთა სატანჯველთა და გუემათა; არამედ სწავლაჲ შენი ნუმცა რისხვით არს ჩემ ზედა, სახიერო. მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათჳს და სამოთხე მიანიჭე მას; და მეძავი შეგივარდა შენ ყოვლითა გულითა და მიანიჭე მას წყალობით მოტევებაჲ; და მეზუერემან სულ-ითქუნა სიღრმითა გულისაჲთა და განათავისუფლე ყოველთაგან შეცოდებათა. ხოლო მე არა ვარ მსგავს მათდა, რამეთუ არა მქონან ცრემლნი აღმოცენებულნი მჴურვალენი, არამედ აღსარებაჲ ხოლო ჭეშმარიტად ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაჲ, და არცა სულ-თქუმაჲ ლმობიერი და არცა სიწმიდე გუამისაჲ, არცა სიგლახაკე და არცა მოწყალებაჲ და სიყუარული.

აწ უკუე რომლითა პირითა, ანუ რომლითა კადნიერებითა ვითხოო შენგან მოტოვებაჲ ყოველთა შეცოდებათა ჩემთაჲ, რამეთუ მრავალ გზის აღგითქუ სინანული და გიტყუვე. და მრავალ გზის შეგივრდი ვედრებით ეკლესიასა შინა და რაჟამს გამოვიდი, ცოდვასავე მივაქციი. და მრავალ გზის ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ და მე შეურაცხ-გყვი, და მრავალ გზის შემინდვი და კუალად მე განგარისხი, და მრავალ გზის სულ-გრძელ მექმნი და მე არა მოვიქეცი. და რავდენ გზის შე-რაჲ-გცოდი და ვითარცა მამამან სახიერმან ნუგეშინის-მცი, და და-რაჲ-ვეცი, მრქჳ მე: აღდეგ და მოიქეც ჩემდა და მომე[ა]ხლე მე, რამეთუ არა განგაძო შენ გარე და არცა გაყუედრო და არცა განგაგდო, რამეთუ ვერ შემძლებელ ვარ შეურაცხ-ყოფად დაბადებულსა ჩემსა და არცა მოძულებად ხატსა ჩემსა, რომელი ჴელითა ჩემითა შევქმენ, რომლისათჳსცა დავსთხიენ სისხლნი ჩემნი უბიწონი.

აწ უფალო, ვინაჲთგან აურაცხელ არიან წყალობანი შენნი და მიუთხრობელ სახიერებანი შენნი და გამოუკულეველ კაცთ მოყუარებანი შენნი, ამისთჳს გევედრები შენ, "ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე", არამედ კუალადცა სულ-გრძელ იქმენ, და ნუ მწრაფლ განმიყვანებ მე სოფლისა ამისგან. და ნუ მომკუეთ მე, ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა, არამედ წყალობითა შენითა და კაცთ მოყუარებითა შენითა მომანიჭე მე წელიწადსა ამას სინანული, რამეთუ განუმზადებელ ვარ. და ნუ განმიყვანებ მე ცალიერსა ყოველთაგან საქმეთა კეთილთა. არამედ სახიერებით სულ-გრძელ მექმენ და წყალობით შემიწყალე მე, დაცემული ესე, რომელი არა ღირს ვარ ზე ახილვად ყოლადვე.

"უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალ\ნი ჩემნი" (ფსალმ. 6.1-2) , წარჴდა ძალი ჩემი და დაილინეს დღენი ჩემნი და მედგრობასა შინა დაცალიერდეს ჟამნი ჩემნი და ვხედავ. რამეთუ მოახლებულ არს უკუანაჲსკნელი ჩემი და გევედრები: განმიღე მე, უფალო, და ნუ დამიჴშავ წინაშე პირსა ჩემსა კარსა წყალობისა შენისასა, არამედ მოყავ ჩემდა ძლიერი ჴელი შენი და აღმიპყარ მარჯუენე ჩემი, რამეთუ დანთქმულ ვარ სიღრმესა მწიკულევანთა გულის-თქუმათასა. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ. მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი" (ფსალმ. 6.2) ; და რომლისა ძუალნი შეძრწუნებულ და შემუსრვილ არიან, ვერ შემძლებელ არს ზე აღდგომად და ვერცა ძიებად მკურნალისა და ვერცა სივლტოლად მტერისაგან. არამედ შენ ყავ მოძიებაჲ ჩემი, უფალო, რამეთუ მო\ხუედ მოძიებად წარწყმედულისა მის კრავისა, რამეთუ სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად, და მოწევნულ არს თანა-მდებთა ჩემთა მიმჴდელი და მე ცალიერ ვარ და არა რაჲ არს ჩემ თანა, რომლითა თანა-ნადები ჩემი გარდავიჴადო და განვერე მოსესხისაგან.

შენ, უფალო, ხედავ ყოველსა ბოროტად განგებასა ჩემსა. ვიდრემდის. უფალო, არა მოიხილავ ჩემ ზედა, ვიდრემდის, უფალო, მიუშუებ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. დაღაცათუ არა ვარ ღირს შეწევნასა შენსა, არამედ წყალობითა და სახიერებისა შენისათჳს წმიდისა შემიწყალე მე. ამით ესევითარითა ვედრებითა სულ-მოკლედ ევედრებოდა დავით წინაწარმეტყუელი უფალსა და დადუმნა ამისგან. და კუალად იწყო გონებითა თჳსითა ვედრებად მისა და თქუა: "მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა" (ფსალმ. 6.3) და ნუ ეძიებ ჩემგან საქმეთა კეთილთა. მომიჴსენე მე, უფალო, რამეთუ მიწისაგან უძლურისა დამბადე მე.

მოიჴსენე, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარჴდეს. მოიჴსენე, უფალო, რამეთუ არ განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ჴორციელი, დაღაცათუ დღე ერთცა იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. მოიჴსენე, უფალო, რამეთუ ცანიცა და გუნდნი ანგელოზთანი არავე წმიდა არიან წინაშე სიწმიდისა შენისა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი გარდამოცჳვეს ზეცით ამპარტავნებისა მათისათჳს. ამისათჳს გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, სახელისა შენისათჳს წმიდისა, რამეთუ უკუეთუ მართალი შეიწყალო, არა საკჳრველ არს, და უკუეთუ წმიდაჲ აცხოვნო, არა დიდ არს, არამედ ჩემ ზედა უღირსსა ამას აჩუენე სიმრავლე წყალობისა შენისაჲ, რამეთუ მკურნალი იგი იქებინ, რომელმან განწირული განკურნის, და მეფე იგი იქებინ, რომელმან სიკუდილისა თანა-მდებსა შეუნდვის, და სახიერი იგი არს, რომელმან შემცოდებელსა მიუტეოს. და შენ, უფალო, უწყი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, რამეთუ დამბადებელ ხარ. ამისთჳს მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. ნუმცა სძლევენ ბოროტნი ჩემნი სახიერებასა შენსა. ვითარცა აცხოვნენ ყოველნი შეცოდებულნი, მეცა მაცხოვნე, უფალო. დაღაცათუ ვაჴსენო მოსე წინაწარმეტყუელი მართლად, იგიცა არაწმიდა იყოს ცოდვათაგან და არცა აჰრონ მღდელი და არცა დავით წინაწარმეტყუელი და პეტრე მოციქული.

ამისთჳს ვევედრები სახიერებასა შენსა, შემიწყალე სახელისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ მწყალობელი უფროჲს სასოებისა ჩუენისა და შემნდობელი უფროჲს ვედრებისა ჩუენისა, რამეთუ ვის არასადა შენდობილთაგანსა არქუ, ვითარმედ: წარვედ, რამეთუ საქმეთა შენთა გაცხოვნეს შენ (მარკ. 5.34) . რამეთუ შენ, უფალო, წყალობით მიუტევი ყოველი თანა-ნადები, რომელნი გევედრებიან ამას სოფელსა, "რამეთუ არა არს (ვინ) სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აგიაროს შენ" (ფსალმ. 6.4) . ამისთჳს ძწოლასა შეუპყრია სული ჩემი, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ შემდგომად სიკუდილისა და ჯოჯოხეთა შესლვისა არა არს არცა სინანული და არცა მოტევებაჲ, რამეთუ ესე ხოლო სოფელი არს საფარდული სულთა ცხორებისაჲ, ხოლო რაჟამს ღამე მოიწიოს, ცუდ იქმნენ მოფარდულნი და აღიღონ სავაჭროჲ. რამეთუ რომელმან წინავე არა იზრუნოს სავაჭროჲ, ოდეს ღამე მოიწიონ, არღარა ეპო[ო]ს მას საგზალი, ვითარცა-იგი სულელთა მათ ქალწულთა შეემთხჳა (მათე 25.1-12).

რამეთუ კაცისანი, ვითარცა თივაჲ არიან დღენი მისნი, და ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე ყუავინ, და მზის-აღმოსლ\ვასა დაჭნის. ეგრეთ ლმობიერად ევედრებოდა წინაწარმეტყუელი უფალსა და იტყოდა: "დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა და დავბანე მე მარად ღ[ამ]ე ცხედარი ჩემი ცრემლითა ჩემითა, სარეცელი ჩემი დავ[ა]ლტვე" (ფს. 6.5) , რამეთუ უწყოდა, ვითარმედ რომელნი ცრემლით სთესვიდენ, მათ სიხარულით მოიმკონ სასუფეველსა ცათასა, ვითარცა იტყჳს უფალი: ნეტარ იყვნენ მგლოარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ" (მათე 5.4), "განმირისხნა მე გულის წყრომითა თუალი ჩემი" (ფს. 6.5) , ამას მოასწავებს: განრისხებასა სულისასა, და "განვჰკრთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა" (ფს. 6.6) , რამეთუ ვიშევ და აღვიზარდე და დავბერდი ცოდვასა შინა და ურვასა. და ამისსა შემდგომად არა განვწირე სასოებაჲ ჩემი წყალობისაგან ღმრთისა და არცა დავიცონე, არამედ ლმობიერად ვევედრე და ცრემლითა განვიკურნე. ამას მოასწავებს, დაღაცათუ დაჰბერდე და მოუძლურდე, ტიროდე და იგლოვდი და ჰმადლობდი ღმერთსა და ინანდი; და ისმინე, რაჲ-იგი მოგუეცემის მადლისაგან ღმრთისა, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა, "განვკრთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა" (ფს. 6.6) . შემდგომად ამისსა კადნიერად შეჰრისხნა და ჰრქუა: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი, რამეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ და ისმინა უფალმან ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა. უფალმან თაყუანის-ცემაჲ ჩემი შეიწირენ, ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლ უკ\უნ იქცენ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად" (ფს. 6.7-8). ესე ჰრქუა მტერთა შემ\დგომად სინანულისა კადნიერებით.

იხილეა ძალი ცრემლთაჲ, იხილეა ძალი მადლობისაჲ, იხილეა ძალი განახლებისაჲ შემდგომად დაძუელებისა ცოდვასა შინა და ბრალსა? ამისთჳსცა ნუ იტყჳ, ვითარმედ: მოხუცებული ვარ და დაბერებულ და მოუძლურებულ და დაჩუეულ ცოდვასა, და ვერ შემძლებელ ვარ აღსრულებად მცნებათა.

აწ უკუე ნუ ჰმიზეზობ ცოდვასა სიბერისათჳს, და უკუეთუ ჰმიზეზობდე, მე გიჩუენო შენ, რამეთუ შემძლებელ ხარ სიბერესაცა შინა სინანულსა უფროჲს სიჭაბუკისასა. რამეთუ თქუმულ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 5.3) . აწ მაუწყე, თუ ოდეს უფროჲს დაჰმსდაბლდები გონებითა - სიჭაბუკესა ანუ სიბერესა, გინა რომელსა შინა დანერგულ არს სილაღე და ამპარტავნებაჲ, - სიბერესა ანუ სიჭაბუკესა? ჰე, სიჭაბუკესა სამე, რამეთუ თქუმულ არს: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა და მგლოარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ" (მათე 5.3-4).

აწ უკუე რომელი უმახლობელეს არს გლოისა და ტირილისა: ბერი ანუ ჭაბუკი? არა ჭაბუკი, არამედ ბერი. და კუალად თქუმულ არს: "ნეტარ იყუნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5.5) . და ესეცა უწყით, რამეთუ სიმშჳდე სიბერესავე დანერგულ არს, და თავხედობაჲ და სილაღე - სიჭაბუკესა, და ამპარტავნებაჲ.

დიდ არს ძალი ცრემლთაჲ და საქმენი მისნი. და ამას მეწამების ძუელთა შინა ნინეველნი, ეზეკია და ნაბუქოდონოსორ და მანასე. რამეთუ მიუწდომელ და გამოუთქუმელ არიან მოწყალებანი ღმრთისანი. ნუ იტყჳ, ვითარმედ: ვისიძვე და ვიმრუშე და ვიავაზაკე და განვკფდი ცოდვასა შინა და ვერ შემძლებელ ვარ განრომად. უკუეთუ ღმერთმან შეიწირა სინანული მანასესი, რომელმან ორმეოცდათორმეტსა წელსა ერი ისრაჱლისაჲ კერპთ-მსახურ ყო და რავდენნი სულნი მოწყდეს მას შინა და წარწყმდეს. და ცოდვაჲ მათ ყოველთაჲ მანასეს ზედა იყო. და ოდეს წარიტყუენა იგი ბაბილონს, შეაყენეს იგი სპილენძისა კერპსა შინა. მაშინ იწყო ტირილით ვედრებად უფლისა და ღმერთმან ისმინა მისი და განიპო კერპი იგი და გამოვიდა. და ანგელოზმან მოიყვანა იერუსალემდ და სინანულსა შინა აღესრულა იგი (II ნეშტთა 33.11).

რამეთუ მიუწდომელ და გამოუთქუმელ არიან საქმენი ღმრთისანი, რომელთა გულითა წმიდითა შეინანონ მისსა მიმართ, და მსგავსად ცოდვისა მათისა აჩუენონ გულს-მოდგინედ მოსწრა\ფე\ბაჲ სინანულისაჲ, მიჰმადლებს მათ შენდობასა, მოტევებასა ცოდვათასა, რამეთუ მისი არს წყალობაჲ და მისა ჰშუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.