|
წმიდა ეფრემ ასური
თქუმული წმიდისა ეფრემისი მხილებისათჳს თავისა თჳსისა და აღსარებისათჳს ცოდვათა, რომელნი სიმდაბლით აჩემნა თავსა თჳსსა
ძველი ქართული თარგმანი
ვაჲ ჩემდა საწყალობელისა, რომელი-ესე დღითი-დღედ ვიკითხავ დაბადებასა, რომელი-იგი შეემთხჳა დათანს და აბირონს, წინააღმდგომთა მოსესთა, ვითარ-იგი განეღო ქუეყანაჲ და დანთქნა იგინი და ყოველნი სახლეულნი მათნი და მონაგები მათი (რიცხვ. 16. 12-34) . და მე ყოველსა ჟამსა წინა-აღუდგები ღმერთსა არა მონებად, ვითარმე განვერე საშჯელთაგან მისთა.
ვაჲ ჩემდა საწყალობელისა, რამეთუ ვიკითხავ, რაჲ იგი შეემთხჳა მარიამს წინაწარმეტყუელსა, დასა მოსეს წინაწარმეტყუელისასა, ერთისა ხოლო სიტყჳსათჳს, რაჲ იგი თქუა მოსე წინაწარმეტყუელისათჳს, ძმისა თჳსისა, ვითარ-იგი განკეთრებულ იქმნა ყოლადვე (რიცხვ, 12. 1-10) . და მე, რამეთუ ესერა დღითი-დღედ განვარისხებ ღმერთსა, ვითარმე განვერე პატიჟთა მათგან საუკუნეთა!? და რამეთუ კაენ მოკლა აბელ, ძმაჲ თჳსი, და დასდვა მას ღმერთმან პატიჟად შიში და ძწოლაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და ვითარმე განდგომილნი ღმრთისაგან იჴსნენ სატანჯველთა მათგან საუკუნეთა. წყლით-რღუნაჲ მოიწია ნათესავსა მას ზედა პირველსა უშჯულოებათა მათათჳს და წარწყმიდნა ყოველნივე ერთბამად. და მეცა მეშინის, ნუუკუე ვიქმნე, ვითარცა ერთი მათგანი მრავალთა ცოდვათა ჩემთათჳს. ამისთჳს გევედრები ყოველთა საყუარელთა ძმათა ჩემთა და ვევედრები სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა მითხოოთ ღმრთისაგან წყალობაჲ და შენდობაჲ. ვევედრები ყოველთა წმიდათა და ნეტართა მეოხებად ჩემდა ცოდვილისა და მეშინის, ნუუკუე არა შეიწყნარონ ვედრებაჲ ჩემი. რამეთუ მესმა მე თქუმულისაგან ეზეკიელ წინაწარმეტყუელისა, ვითარმედ: "უკუეთუმცა აღდგა ნოვე ანუ დანიელ ვედრებად ერისა ამისთჳს, არამცა შეწყნარებულ იქმნა თხოვაჲ მათი" (ეზეკ. 14.14) . ვევედრები ყოველთა წინაწარმეტყუელთა ჩემთჳს მეოხებასა, არამედ მეშინის, ნუუკუე ჰრქუას მათ, ვითარცა-იგი პირველ, ვითარმედ: არა შევიწყნარებ ლოცვასა და ვედრებასა იერემია წინაწარმეტყუელისასა ერისა ამისთჳს, და უკუეთუ ვიმარხვიდე, მრქუას მე უფალმან: არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე (ესაია 58.5) . და უკუეთუ მონაგებსა ჩემსა განუყოფდე გლახაკთა, ნუუკუე მრქუას მე უფალმან: ზეთი ცოდვილისაჲ ნუ შეეცხებინ თავსა ჩემსა. უკუეთუ შესაწირავი და საკუმეველი შევწირო მისა, მეშინის, ნუუკუე მრქუას მე: მსხუერპლი შენი არა სთნავს სულსა ჩემსა და საკუმეველი შენი საძაგელ არს წინაშე ჩემსა. უკუეთუ დავადგრე სახლსა შინა მისსა, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და ლმობიერად ვევედრებოდი, მეშინის მე, ნუუკუე მომიგოს მე რისხვით: წარვედ ჩემგან, ჵ მოქმედო ურჩულოებისაო. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, განცჳბრებული, შეძრწუნებული ვარ. და უკუეთუ მოვიქცე და აღვიარნე შეცოდებანი ჩემნი, ვაჲ არს ჩემდა. და უკუეთუ კადნიერი ლირწად დავადგრე ვედრებასა ღმრთისა მიმართ, მეშინის, ნუუკუე დამნთქას მე ქუეყანამან, გინა მეხის ტეხისა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და დამწუას მე და წარმწყმიდოს.
მნებავს უკუე, საყუარელნო, რაჲთა წარმოგითხრნე სიყრმისა ჩემისა ბოროტნი საქმენი და კუალად მეშინის, ნუუკუე საქიქელ და საძულელ ვიქმნე თქუენ წინაშე და თითის საჩუენებელ ყოვლისა ერისა. რამეთუ ვიყავ მე, ძმანო ჩემნო, სიყრმესა ჩემსა მაგინებელ და მაცილობელ, მაბრალობელ, მავნებელ, მაკირთობელ მოძმეთა, მოშურნე ყოველთა, ბოროტის მყოფელ, გლახაკთა მომხუეჭელ, მდიდართა მწუნობარ, გლახაკთა შეურაცხის მყოფელ, დავრდომილ[თა] ყოლადვე ყოვლითა ძჳრის მოქმედ. არამედ მე უწყი, ვითარმედ ესე სიყრმისა ჩემისა ცოდვანი აღმეჴოცნეს ჟამსა ნათლის-ღებისა ჩემისა, ხოლო რომელნი მიქმნიან მე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვინ შემძლებელ არს განრინებად ჩემდა მათგან, გარნა მხოლოჲ ღმერთი შემნდობელი ცოდვათაჲ და მოწყალე შეცოდებულთაჲ. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო სყუარელნო, რაჲთა მითხოოთ ღმრთისაგან მოწყალისა წყალობაჲ და შენდობაჲ. რამეთუ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვინგორები მე მწჳრესა შინა ცოდვისასა, შურსა შინა და სიძულილსა და ნებასა ბოროტსა, რისხვასა და გულის წყრომასა, ძჳრის ჴსენებასა და სიხენეშესა, ნაყროვანებასა და უძღებებასა, და გემოთა ჴორციელთა, ვეცხლის სიყუარულსა და გლახაკთა სიძულილსა და უცხოთა შეურაცხებასა. და რომელი-ესე ყოველთა კაცთა უნაკლულეს ვარ, უმჯობესსა ჩემსა ზედა კადნიერ ვიქმნი და შეურაცხ-ვყვი, და შერაცხილთა ზედა ნარჩევი ესე აღვზუავნი. და უძჳრეს ამის ყოვლისა ვარ მე, ვითარ ესე მიგითხარ, და უბოროტეს, და მნებავს, რაჲთა კაცნი წმიდად მიწოდდენ მე. ცოდვასა შინა დანთქმულ ვარ და მნებავს, რაჲთა ვჩნდე კაცთა შორის უბიწოდ. და მე მარადის ცრუსა ვზრახავ, და რეცა საჩინოდ ვსძულობ მტყუავართა. ვისიძავ და ვიმრუშებ მარადის გონებითა და ვჰგმობ და ვჰრისხავ მსიძავთა და მემრუშეთა, განვიკითხავ მპარავთა და მე მარადის მოხუეჭასა გული მითქუამს. ვსძაგებ მაგინებელთა და მარადის ვიგინები. ვაჩუენებ კაცთა გარეშე სიწმიდესა და მე შინაგან სავსე ვარ საძაგელებითა. პირველ წარვდგები კაცთასა ეკლესიასა შინა ლოცვასა და უკუანა კერძოცა მათსა არა ღირს ვარ. მნებავს დიდებაჲ და პატივი კაცთაგან და ვარ მე შეურაცხ წინაშე ღმრთისა. მიყუარს თაყუანის-ცემით მოკითხვაჲ წინაშე კაცთა და ვარ მე სავსე სირცხჳლითა და გინებითა.
ოდეს-იგი ვიყავ მე სოფელსა შინა, [შორის] სოფლიოთა ვზუაობდი, და რაჟამს ვიქმენ მე მონაზონ, შორის მამათა ვთავჴედობ; ვაჩუენებ კაცთა სათნოებასა; მდიდართა - სახიერებასა, უცხოთა - შუენიერებასა, გლახაკთა - უწყალოებასა და თჳსთა - მანკიერებასა, სულელთა - სიბრძნესა და მორწმუნეთა - სისრულესა, და ვარ მე [უ]უგუნურეს პირუტყუთასა. და უკუეთუ ვისგანმე ვიგინი, შურ-ვიგი; და უკუეთუ შეურაცხ-ვიქმნი, მანკიერ ვიყვი. და უკუეთუ სამართალი მეთხოვის, ვიშჯოდი.
და უკუეთუ ვინმე წინა-აღმიდგის, ვჰრისხვიდი. და უკუეთუ ცუდად მადიდებნ, ვაქებდი და ვზუაობდი. და უკუეთუ მემხილის, შევწუხნი. და უკუეთუ ვინმე შემივრდის, განვდიდნი. და უკუეთუ არავინ მმსახურის, შფოთვიყვი თავით თჳსით და არა მნებავნ ყოფაჲ მის თანა და ძჳრსა უზრახვიდი მანკიერებით. და თუ ჭირსა მეცის ძმაჲ, ყოლადვე არა მნებავნ მიხედვაჲ მისი. და თუ დიდებასა მიემთხჳის, გარემოჲს ვექცეოდი და მხიარული მოწრაფედ ვჰმსახურებდი. უკუეთუ დასნეულდის მოყუასი, მუნთქუესვე მოვიწყინი. და უკუეთუ მე დავსნეულდი, მინებნ, რაჲთამცა მრავალნი მსახურებდეს და ყოველნი მიკითხვიდეს, და მე ფრიად უგულებელს-ვყვი მსახურებაჲ იმისაჲ. და უკუეთუ მან მცირედ უდებ-ყვის, განვძჳნდი და მანკიერად ვჰრისხვიდი. კაცსა წინაშე პირსა შემპოვნებელ, და უკუანა - ძჳრის მზრახვალ. მნებავნ, რაჲთამცა ღირსად ვიჴსენებოდე, და ღირსთა საქმეთაგან განშორებულ ვარ. მიყუარს ქებაჲ და პატივი, და საქებელი საქმენი უცხო არიან ჩემგან. მნებავს აღსარებად თქუენდა საიდუმლოჲ ჩემი და გამოცხადებად დაფარული გულის\სიტყუაჲ ჩემი ვნებათა მიმართ ბოროტთა დღე და ღამ, ლოცვასა - მოწყინებაჲ, და განსუენებაჲ - მოსწრაფებაჲ. ოდეს მესმის ცუდი ზღაპრობაჲ, მხიარულად ვისმენდი, და ოდეს მესმის სინანულისათჳს, გარე მივიქციი სასმენელი ჩემი. და ოდეს მესმის კითხვაჲ წიგნთაჲ, მიმერულის; და ოდეს მესმის საშჯელი და ჴდომაჲ, განღჳძებულ ვიქმნი. რაჟამს ლოცვად აღვდგი, გონებაჲ ჩემი მიმოდაიტაცებინ სავაჭროთა და ფოლოცთა პირი ჩემი იტყჳნ გალობასა, და გონებაჲ ჩემი იწურთინ ცოდვასა. ბაგენი ჩემნი შესწირვედ მადლობასა და გულის სიტყუაჲ ჩემი ზრახავნ ზაკუვასა.
ვითარმე შემძლებელ ვიქმნე აღრაცხად უდებებასა ჩემსა ჟამსა ლოცვისასა და მოსწრაფებათა ჩემთა ცუდთა საქმეთა? რამეთუ მნებავს მოხუეჭაჲ ზიარისაჲ და მოსულელებაჲ ვაჭრისაჲ ვახში მოსესხისაჲ და ცალიერად განტევებაჲ გლახაკისაჲ, რისხვაჲ მსახურისაჲ და განსწავლაჲ შეცოდებულისაჲ, შური მოძმეთაჲ და წინააღმდგობაჲ მეგობართაჲ. რამეთუ ვეცრუვი, ვის აღუთქჳ; და უვარ-ვყვი, ვინ მომანდვის; ვეძიებდი მიზეზსა მოყუარესა ზედა, და მე ვიყვი სავსე ყოვლითა მიზეზითა. ვიყავ მე სამართალსა ზედა გრილ და უსამართლოსა ზედა მჴურვალე, განმაცრუვებელ ფიცსა სხჳსასა და მოყუარე ტყუვილსა თავისა ჩემისასა, და დამმარხველ გულ-მანკიერებასა მოყუსისათჳს.
აწ უკუე ესე არს, ძმანო ჩემნო, საქმჱ საიდუმლოთა ჩემთაჲ და სათნოებაჲ მონაზონებისა ჩემისაჲ. და უკუეთუმცა არა მეშინოდა მოძაგებისა და მოძულებისა, გამო-მცა-გიცხადენ თქუენ სხუანი საქმენი საიდუმლოთა ჩემთანი, რომელნი ფრიად უმძიმეს და უზეშთაეს მათსა არიან. არამედ დავიდუმე, რაჲთა არა ფრიად მოძულე ვიქმნე თქუენ მიერ და საძაგელ თქუენ შორის. და ვევედრები სიწმიდისა თქუენისა ღმრთის მოყუარეობასა, რაჲთა წყალობით ლოცვა-ჰყოთ ჩემ ზედა ცოდვილისა ამის, რომელი ვიტყჳ: ვთქუ, უთხრა ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაჲ ცოდვისა ჩემისაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|