წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-50 კვირა: სათნო-ეყავ უფალს და ღირს-იქმნები ნეტარებისა!
ნუ გეშინის დასაბამი დაუდო კეთილ ცხოვრებას, – როგორც კი სულიწმიდის სიტკბოებათ იგემებ, შენი გონება გაცისკროვნდება ფიქრისათვის უხრწნელის შესახებ. ამიტომაც ამბობს სულიწმიდა: „იგემეთ და იხილეთ, ვითარ სახიერ არს უფალი“ (ფსალმუნი 33,9). ნეტარია, ვინც თავისი სიკვდილის ჟამს უფლისათვის სათნო მსხვერპლი აღმოჩნდება. ნეტარია, ვინც უდიდესი სიხარულით ეყრება სხეულს და ამაო წარმავალ ცხოვრებას, ესევითარს განადიდებენ ანგელოზთა მხედრობანი, როცა ცათა შინა იხილავენ. და ყოველდღე, გაკადნიერებული არაწმიდა ბაგეებით შეგევედრები შენ, წმიდასა და ყოვლადუზაკველს, აღმოგივლენ, უფალო, სულთ-თქმათ ჩემი მზაკვარი გულისაგან, რამეთუ წმიდა და ჩვენი გამომსყიდველი ხარ, ხოლო მტერი ყოველდღიურად წარმიტაცებს მე არაწმიდა ზრახვებისაკენ. მრცხვენის მე ზეცად აღმოვიხილო, იმიტომ, რომ დიდია ჩემი უმართლობების რიცხვი. |