მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა ეფრემ ასური

 

52 მაცხოვნებელი სიტყვა

 

მე-49 კვირა: სინანული მხოლოდ აწინდელ ცხოვრებაშია შესაძლებელი

 

თუ უფიქრია ვინმეს იმაზე, რომ აწინდელი, ქვეყნიური ცხოვრება - იგივეა, რაც გაქცეული მონა – გამუდმებით მოხეტიალეც ერთი ადგილიდან მეორეზე, და იგივეც, რაც მოოხრებადი ტაძარი; და თუ შემოუზღუდავს ვინმეს თავისი სული ისე ბრძნულად, რომ არ იწვნიოს მომავალ საშინელ და დიად დღეს ღმერთის სამსჯავროს ის განაჩენი, მზაკვარ ადამიანებს რომ ეწევათ?

ცრემლთა რა წყარონი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მანამდე დავაქროთ ცეცხლის ალი, სანამ ჩვენ მოგვედებოდა?

ანდა განა სხვა ვინმემ მოწყალე-ჰყო მსაჯული ჩვენს ნაცვლად, რათა მან არ განგვიკითხოს ჩვენ, ცოდვილნი?! წმიდანთაგანაც კი ვინ გამოითხოვა ჩვენთვის შენდობა კაცთმოყვარე ღმერთისაგან?

ვინ მიაქცევს ღმერთის რისხვას – წყალობად და მის მართლმსაჯულებას შეწყალებად, თუკი მსაჯულს არ შეჰვედრებს საკუთარ თავს ის, ვისაც თავადვე შეუკრავს თავისთვის ცოდვათა ტვირთი და შეუძლია, როცა მოისურვებს, ატაროს, გახსნას და შეიმსუბუქოს? ჩვენ ვიზრდით და ვიმძიმებთ ტვირთს, როცა მძიმედ შევცოდავთ, და ასევე შევიმსუბუქებთ მას, როცა მწარედ შევინანებთ: და თავად ჩვენზეა დამოკიდებული შეკვრაც და განხსნაც. ხოლო ღმერთის საქმეა – შეუნდობდეს იმათ, ვინც მას სინანულით აღვსილი, გულშემუსრვილი მიეახლება. ამრიგად, ჩვენ იმა ქვეყნად განსვლამდე გაძლიერებით ვევედროთ უნდა ღმერთს – მართალ მსაჯულს, აღმსაარებელნი მის წინაშე, რომ აგვაცილოს თავისი რისხვა და გვიხსნას ბოროტისაგან, რამეთუ სხვა ვინ გამოგვიტაცებს ღმერთის სამართლიანი სასჯელისაგან, თუ არ თავად იგი, რომელი ერთი არს განმსჯელი და განმამართლებელი ღმერთი?!