წმიდა ეფრემ ასური
52 მაცხოვნებელი სიტყვა
მე-8 კვირა: მწამს, უფალო, რომ მაცხოვნებ მე
შენს სამსჯავროზე, ჰოი, მსაჯულთა მსაჯულო, დაე, ნუ ვიქნები თავდადრეკილი ჩემს თანანადებთა გამო! და თუ მე არც ვარ შენდობის ღირსი, შემიწყალე, უფალო, შენი სხეულისა და შენი სისხლის გულისთვის, ჩემში რომ არიან დაფარულნი! შენი სიყვარულით თაყვანს ვცემ შენს ჯვარს და სიხარულით ვეზიარები შენს ხორცსა და სისხლს. ამიტომ მოწყალე იყავ ჩემდამო და მომიტევე მე ცოდვები! არ არის თვალ-ღება შენს სამსჯავროზე, უფალო; ამიტომაც ვძრწი მე, რამეთუ ცოდვილი ვარ. როცა გადაშლიან საშინელ წიგნებს და შენი მართლმსაჯულება ჩემს ბრალეულობებს აღმომიკითხავს მათში, მაშინ შემიწყალე მე სახიერებითა შენითა, უფალო! შენს სახლში შემოსულთაგან უარაფროდ (ცარიელი) არავინ გამოდის უკან, გარდა რწმენით ღატაკისა. |