მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

მომთვრალეთათჳს

 

თავი VI

 

6. ვიდრემდის იყოს ღჳნოჲ, ვიდრემდის იყოს ეგე მთრვალობაჲ, ჰოი უბადრუკო? რამეთუ არა ხედავ-ა, რაჲ-ეგე მოიწევის შენ ზედა? რამეთუ მწჳრე იქმნები კაცისა წილ, რომელი-ეგე ესრეთ ყოვლითურთ აღერიე ღჳნოსა და დაჰლპი მის თანა მარადღე მთრვალობითა მაგით და ჰყარ ღჳნისაგან დამპლისა და არასურნელისა, ვითარცა ჭურჭელი ხენეში. ამისთჳს გოდებს ესაია ესევითართა მათთჳს, ვითარმედ: "ვაჲ არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, რომელნი დაჰყოფენ მწუხრამდე, რამეთუ ღჳნომან მან შეწუნეს იგინი, რამეთუ ორძლითა და სტჳრებითა სუმენ ღვინოსა მას და საქმეთა უფლისათა არა მიხედვენ და ქმნულსა ჴელთა მისთასა არა განიცდიან” (ეს. 5,11-12), ხოლო თაფლუჭად ყოველსავე დათრობად შემძლებელსა ეწოდების ჰურიათა მიერ. აწ უკუე რომელნი განთიად ხოლო სუმასა ეძიებენ და მთრვალობასა და თუ სადა იქმნებიან სუმანი და ღჳნის მსყიდლობანი და ურთიერთას მიიყვანებენ ზოგებით სუმად და ყოველსავე ზრუნვასა სულისასა ესევითართა საქმეთა ზედა წარაგებენ, ესევითართა მათთჳს იგლოვს წინაჲსწარმეტყუელი. რამეთუ არა დაუტეობიეს მათ ერთიცა ჟამი თავისა თჳსისადა ხილვად საკჳრველებათა ღმრთისათა და არა აქუს მოცალებაჲ თუალთა მათთა ზეცად ახილვად და განცდად შუენიერებათა მათ მისთა და გულისხმისყოფად ყოველთა მათ სიკეთეთა, რომელნი არიან დაბადებულთა შორის, რაჲთამცა ამათ ყოველთა წესიერებისაგან გულისხმა-ყვეს შემოქმედი.

არამედ მეყსეულად შემოსლვასა დღისასა, ვითარცა განთენეს, შეამკობენ ადგილთა მათ სუმისა მათისათა ძოლოებითა და თჳთოსახეობითა და მრავალფერითა ეზოებითა. და ყოველი ღონისძიებაჲ მათი სასუმელთა მათ განმზადებასა ზედა არს: და განჰმზადებენ საგრილობელთა და კათხებსა და ბარძიმებსა, ვითარცა სავაჭროსა ზედა, ესრეთ განაწყობენ მათ, რაჲთა თითოსახეობაჲ იგი და განყოფილებაჲ ჭურჭელთაჲ სიმაძღრესა მათგან წარიპარვიდეს და უმეტესსა შემძლებელ იყვნეს სუმად. და კუალად სასუმელთა მათ სხუად და სხუად შეცვალებაჲ ფრიადსა ჟამსა გარდაჰჴდიდეს სუმასა მას შინა. და ამას ყოველსა ზედა იყვნიან ტრაპეზთმოძღუარნი და მწდეთუხუცესნი და მემარნეთმთავარნი, და ესრეთ წესი უწესობასა მას შინა და განგებულებაჲ განუგებელსა მას საქმესა შინა მოპოვებულ არს. რამეთუ ვითარცა მთავრობათა მათ სოფლისათა მსახურთა მიერ მათთა აღორძნდების დიდებაჲ და პატივი, ეგრეთვე მთრვალობასა, ვითარცა დედოფალსა ვისმე, მსახურებაჲ იგი გარე-მოადგინიან და საძაგელებლობასა მისსა გარდამატებულად პატივისცემითა ჰფარვენ. და დაარქჳან თავსა მისსა გჳრგჳნი და ყუავილნი და სულნელებათა და საკუმეველთა აკუმევდიან. და ესრეთ მრავალნი იგი სახიობანი უმეტესსა დაყოვნებასა მისცემენ წარწყმედილთა მათ ბოროტსა მას შინა.

მერმე, ვითარცა განგრძელდის სუმაჲ იგი, იწყიან ჴდომად, უმეტესობისათჳს ცილობად და მოსწრაფებად, რომელთა უყუარნ ურთიერთას წარჴდომაჲ მთრვალობითა. და სასყიდლის მიმცემელი მათისა მის მოსწრაფებისაჲ არნ ეშმაკი და სასყიდელი ძლევისა მის  - ცოდვაჲ. რამეთუ რომელმან უმეტესად მიიღის და შთაისხის მუცლად ურწყული იგი ღჳნოჲ, მან მიიღის ძლევაჲ სხუათა ზედა.

ჭეშმარიტად, "დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა” (ფილიპ. 3,19), რამეთუ აცილობენ ურთიერთას, ხოლო ავნებენ თავთა თჳსთა. რომელმან-მე სიტყუამან შეუძლოს მიწთომად ბილწებასა მას საქმეთა მათთასა? ყოველივე პირუტყუებითა სავსე არს, ყოველივე ბოროტებითა; ძლეულთა მათ სთრავნ, მძლენი იგი მთრვალვე იყვნიან, მსახურნი ეცინოდიან. ჴელი დამჭირვად კათხებსა მოუძლურებულ არნ, პირი არა მიიღებნ, მუცელი განსთქდებინ და ბოროტი იგი არა დასცხრებინ. უბადრუკი იგი გუამი ბუნებითისა ძალისაგან დაჴსნილ არნ და ყოვლით კერძო მიმოვარდებინ და უზომოსა მას ბოროტსა ვერ იტჳრთავნ.