მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

მომთვრალეთათჳს

 

თავი V

 

5. არამედ ვინ-მე მიუთხრას ესე ყოველი ღჳნისა მიერ მოწყლულთა მათ? რამეთუ ყრუ არიან იგინი და ეძინების, მთქნარებენ, ნისლი მოფენილ არს მათ ზედა, იღელვებიან. ამისთჳს არა ესმის მათ სწავლაჲ მოძღუართაჲ, რომელნი ყოვლით კერძო უღაღადებენ, ვითარმედ: "ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლისა მიერ არს ბილწებაჲ” და კუალად, ვითარმედ: "ბოროტ არს მეღჳნეობაჲ და მაგინებელ არს სიმთრვალე” (იგავ. 20,1). და იგინი ურჩ არიან ამათ სიტყუათა, არამედ იგინი თჳთ მოიმკიან ნაყოფსა მას მთრვალობისასა, რამეთუ განსივებულ არნ გუამი, თუალნი ნოტია, პირი ჴმელ და შემწუარ. რამეთუ ვითარცა ნაღუარევნი, ვიდრემდის დიოდიან მათ შინა ღუარნი, სავსედ შერაცხილ იყვნიან, და წარ-რაჲ-ჴდის წყალი იგი, ჴმელად დაშთომილ იქმნიან, ეგრეთვე არს პირი იგი მომთრვალეთაჲ: ვიდრემდის დგეს მას შინა ღჳნოჲ, სავსე არს და ნოტია, ხოლო მცირედი რაჲ ჟამი წარჴდის, იქმნის ჴმელ და შეიწუებინ და რაჟამს ესრეთ განგრძელდის საქმე მთრვალობისაჲ, ყოვლითურთ ნოტიობაჲ მისგან განჴმის. რამეთუ რომელმანმცა გუამმან კაცისამან ესრეთ ძლიერებაჲ მოიგო, რაჲთამცა იტჳრთნა ბოროტნი იგი მთრვალობისანი? რამეთუ რომელი-იგი მარადის ჴურავნ და მარადის სოლდებიან ღჳნითა, რომელმანმცა ღონემან ყო, რაჲთამცა არა უძლურ და განხრწნილ იყო? ესრეთ იქმნებიან თრთოლანი და სენნი, რამეთუ სამშჳნველისა მათისა ნესტოჲ შეიწრდის ღჳნისა მის სიმჴურვალითა და ძარღუნი გართხმულობისა მათისაგან დაფოლხუდიან და ესრეთ მოიწიის თრთოლაჲ გუამსა ზედა.

 

აწ უკუე რაჲსათჳს, ჰოი, კაცო, მოაწევ თავსა ზედა შენსა წყევასა, რომელი მიეცა კაენს ძრწოლით სლვისა და ყოფისაჲ რაჲთა ესრეთვე სძრწოდი შენ ღჳნისა ბოროტთა მიერ ყოველთა დღეთა შენთა? რამეთუ რაჟამს არა აქუნ გუამსა სიმტკიცე იგი ბუნებითი, ამისთჳს მიმოირყევინ და ძრწინ.