მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

მომთვრალეთათჳს

 

თავი II

 

2. მთრვალობაჲ - ნეფსითი იგი ეშმაკეულობაჲ, კაცთა მიერ მოპოვნებული ეშმაკი, რომელი გულისთქუმათა მიერ შევალს სულსა შინა; მთრვალობაჲ - უკეთურებისა დედაჲ, სათნოებისა წინააღმდგომი, ახოვანსა მოშიშ ჰყოფს, პატიოსანსა ურცხჳნო ჰყოფს, წმიდასა ბილწ ჰყოფს, სიმართლე არ იცის, სიბრძნესა განაქარვებს. რამეთუ ვითარცა წყალი მბრძოლ არს ცეცხლისა, აგრეთვე მთრვალობაჲ სიბრძნესა დაშრეტს. ამისთჳსცა ზარ-მაც სიტყუად მთრვალობისათჳს, არა თუ ვითარცა მცირისა რაჲსმე ბოროტისათჳს და შეურაცხსაყოფელისა, არამედ ამისთჳს, ვითარმედ არარას სარგებელსა ვხედავ სიტყჳსაგან. რამეთუ უკუეთუ მთრვალი იგი უცნობელ არს და დაბნელებულ, ამაოდ ჰზრახავს მასწავლელი იგი უსმსა მას. ვისდა მიმართ იყოს უკუე სიტყუაჲ ჩვენი, ვინაჲთგან რომელსა-იგი უჴმს სწავლაჲ, იგი არა ისმენს სიტყუათა ამათ? ხოლო რომელი ფრთხილი არს გონებითა, მას არა უჴმს სწავლაჲ, რამეთუ წმიდა არს ვნებისა მისგან. რაჲ ვყო უკუე, დაღაცათუ სიტყუაჲ უჴმარ არს? არამედ დუმილი შეუძლებელ არს, რაჲ ვყო უკუე? უდებ ვყო-ა სიტყუაჲ ესე? არამედ საშიშ არს უდებებაჲ. ანუ ვთქუა-ა მომთრვალეთათჳს რაჲმე? მკუდართა სასმენელთა შინა ოხრით.

გარნა ვითარცა-იგი რაჟამს შემოჴდის პირუტყუთა ზედა სენი იგი უკურნებელი, სასიკუდინე, მკურნალნი იგი მათნი მრთელთა მათ პირველვე წამლებითა შეზღუდვენ და აკრძალებენ, ხოლო შეპყრობილთა მათ სენისა მისგან არა მიეახლებიან, ეგრეთვე ჩუენდაცა ნახევარსა ზედა აქუს სარგებელი სიტყუასა ამას, რამეთუ დაღაცათუ შეპყრობილთა მათ ვნებისა მის მიერ არა რაჲ ერგოს, არამედ რომელნი ჯერეთ არა შთავრდომილ არიან მას შინა, ნუუკუე განეკრძალნენ.