1. არ შეიძლება უგულებელვყოთ ცოდნა იმისა, რაც ჩვენ გვეხება, არამედ ყურადღებით ვისმინოთ უფლის სწავლება, უნდა გულისხმავყოთ და აღვასრულოთ ნება მისი.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო ჰრქუა მას: თქვენცა უგულისხმოვე ხართ? და არ გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. (მთ.15,15-18).
ქრისტეს სიტყვები: ყოველსა რომელსა ესმის სიტყვაი სასუფევლისაი და არა გულის-ხმა-ყოს მოვიდეს უკეთური და მისტაცის დათესილი იგი გულისაგან მისისა. ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. ხოლო რომელი-იგი ქვეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს რომელმან სიტყვაი იგი ისმინა და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმან ასი, რომელმან სამეოცი, და რომელმან ოც და ათი (მთ.13,19.23)
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა, (იესო) და ეტყოდა მათ ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ: (მარკ.7,14)
პავლე მოციქულის სიტყვა: ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან, ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისხმა-ჰყოფდით, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი (ეფ.5,15-17).
2. გადაჭარბებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც ჩვენ არ გვეხება.
და შემდგომად მიღებისა იუდასისა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესო: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე. ესე უკუე არავინ ცნა ინახით მჯდომარეთაგან იესოს თანა, რაისათვის ჰრქუა მას (იონ.13,27-28)
ხოლო რომელი-იგი (მოციქულები), შეკრებილ იყნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელისა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელმან იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა (საქმ.1,6.7).
3. ვინც ცდილობს სათნო ეყოს ღმერთს, სჩვევია ჰკითხოს სხვებს რაც ეგების.
და მოუხდეს მას (იესოს), მოწაფენი მისნი და ჰრქუეს გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი იგი ღვარძლისაი და აგარაკისაი (მთ.13,36)
აჰა მო-ვინმე-უხდა მას (იესოს), და ჰრქუა მოძღვარო სახიერო რა კეთილი ვქმნე, რაითა მაქვნდეს ცხოვრება საუკუნოი? (მთ.19,16)
(იოანე) და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სივლტოლვაი მერმისა მისგან რისხვისაი? და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაიმე უკუე ვყოთ? მოვიდეს მისა მეზვერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღვარ ჩვენ რაი-მე ვყოთ? ჰკითხვიდეს მას მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩვენ რაი-მე ვყოთ? (ლკ.37.10.12.14.)
ესმა რაი ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხვათა მათ მოციქულთა: რაი-მე ვყოთ კაცნო ძმანო? (საქმ.2,37).
4. მოპასუხე უნდა ცდილობდეს მკითხველს გასცეს ღირსეული პასუხი.
და აჰა ესერა სჯულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესოს და ეტყოდა: მოძღვარ, რაი ვქნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. ჰრქუა მას იესო: მართალ მომიგე; მაგას იქმოდე და სცხონდე (ლკ.10,25-28).
პავლე მოციქულის სიტყვა: სიტყვაი თქვენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაითა უწყოდით, ვითარ იგი შეჰგავს თქვენდა თვითოეულისა სიტყვის-მიგებაი (კოლ.4,6)
5. მეცნიერთ (მცოდნეთ სჯულისა), მაგრამ არ მოქმედთ (სჯულის მიხედვით) უფრო დიდი სასჯელი ელით, ვიდრე მათ, ვინც არ იცის სჯული, თუმცა კი, არცოდნის გამო ცოდვა არ დარჩება დაუსჯელი.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად, ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგვემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადოს მას. (ლკ12,47.48)