1. მთავრობამ უნდა დაიცვას ღვთის დადგენილებები.
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ მთავარნი იგი არა არან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან. რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა კეთილისათვის, ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა რისხვისათვის, შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათვის (რომ. 13,3.4).
2. უმაღლეს ხელმწიფებას უნდა დავემორჩილოთ ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება ღვთისა.
პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ხელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების, ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თვისისა სასჯელ მიიღონ. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა (რომ. 13,1-3).
მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი (საქ. 5,29).
პავლე მოციქულის სიტყვა: მოიხსენებდ მათ მთავრობათა და ხელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაითა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ (ტიტ. 3,1).