მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 76 - შვილების და მშობლების შესახებ

 

1. შვილი უნდა დაემორჩილოს მშობლებს და მათი მორჩილი უნდა იყოს ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება უფლისა.

 

ჰრქუა მას დედამან მისმან შვილო, რაი ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა (ლკ. 2, 48.51).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: შვილნო მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენდა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაი პირველი აღთქმასა შინა. რაითა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელი ქვეყანასა ზედა (ეფეს. 6,1-3).

 

 

2. მშობელმა შვილი უნდა აღზარდოს ღვთის სწავლების მიხედვით, სიმშვიდით და სულგრძელებით (მოთმინებით) და რამდენადაც მასზე იქნება დამოკიდებული, მიზეზი არ მისცეს მრისხანებისა და მწუხარებისათვის.

 

პავლე მოციქულის სიტყვა: და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა (ეფეს. 6,4).

 

- მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაითა არა იურვოდიან (კოლ. 3,21).