მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 74 - ქვრივთა შესახებ

 

1. ქვრივი ცხოვრებას ზრუნვასა და ურვაში უნდა ატარებდეს, ახსოვდეს მოციქულის მიერ ნამცნები და ცდილობდეს, რათა ემსგავსოს ტაბითას.

 

ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმნების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა (საქ. 9,36).

 

გარე მოადგა მას ქურივები იგი (პეტრეს) ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რავდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა (საქ. 9,39).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულეს სამეოცისა წლისა, რომელი ყოფილ არს ერთისა ქმრისა ცოლ და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერხნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა (I ტიმ. 5,9.10).

 

 

2. ქვრივი, მოციქულის მიერ ნამცნებ სათნოებებში გამოცდილი და ქვრივად შერაცხული, ლოცვასა და ვედრებაში უნდა ჰგიებდეს და მარხულობდეს დღე და ღამე.

 

და იყო ანნა წინასწარმეტყუელი, ასული ფანოელისა, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულისაგან თვისით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხხმეოც და ოთხის წლის, რომელი იგი არა განეშორებოდა ტაძარსა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე (ლკ. 2,36.37).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო ქმნული ესავს უფალსა და დადგომილ არს ვედრებასა და ლოცვასა დღე და ღამე. ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივ მკუდარ არს (I ტიმ. 5,5.6).