1. მათ, ვისაც მინდობილი აქვთ სახარების ქადაგება, უფლისადმი ვედრებით და ლოცვით უნდა აკურთხონ მღვდლებად და დიაკვნებად, შეუბღალავი სახელის მქონე ქების ღირსი და გამორჩეული წარსულის ადამიანები.
მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თვისსა (მთ. 9,37.38).
და ვითთარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და გამოარჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა. სვიმონ, რომელსა უწოდა პეტრე. და ანდრია, ძმაი მისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და ბართლომე მათეოს და თომა, იაკობ ალფესი და სვიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ (ლკ.6. 13-16).
და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინეს მუშაკნი სამკალსა თვისსა (ლკ. 10,12).
ლუკა მოციქულის სიტყვა: პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის მოყვარეო თეოფილე, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად ვიდრე დღედ, რომლადმე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა ამაღლდა (საქ. 1,1.2).
- და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცეს და თქუეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან გავიდა იუდა მოსვლად ადგილსა თვისსა და მისცნეს წილნი მათ და გამოუხდა წილი მატათიას და თანააღრიცხა ათერთმეტთა მოციქულთა (საქ. 1, 23-26).
პავლე მოციქულის სიტყვა: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობაი უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყვის, ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რაითა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყვარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თვისასა სახლისა განგებაი არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისაითა მოღვაწებაი აგოს? ნუ ახალ-ნერგ, რაითა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა. არამედ ჯერ-რას მისსა, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრხესა ეშმაკისასა. დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორის-მეტყველ, ნუ ღვინისა ფრიადისა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინებელ, აქუსმცა საიდუმლოი იგი სარწმუნოებისაი წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან (I ტიმ,3,1-10).
- ამისათვის დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაითა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ, რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათვის გინა ურჩებისათვის, რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაი, ვითარცა ღმრთისა მონისაი, ნუ თავხედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინებელ, არამედ სტუმრის მოყვარე, კეთილის მოყვარე, წმიდა, მართალ, თავსმდებელ მსგავსად მოძღვრებისა მის სარწმუნოებისა სიტყვისა რაითა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღვრებასა მას შინა სიცოცხლისა და სიტყვის-მგებელთა მათ მამხილებელ (ტიტ.1,5-9).
2. კურთხევა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და არ შეიძლება მასთან წინდაუხედავი მიდგომა; რადგან ვინც არ იმსახურებს მოწონებას, არც ეჭვისაგან არის შორს. ვინც ცუდ, საეჭვო საქმეშია მხილებული უნდა გამოავლინო, რათა შენც არ ეზიარო მის ცოდვას და რომ სხვები არ დაბრკოლდენ, არამედ მიეჩვიონ შიშს.
პავლე მოციქულის სიტყვა: ხელთა ადრე ნუ ვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა ცოდვათა, თავი შენი წმიდად დაიმარხე. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა დაიმარხო თვინიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თვალთ-ღებით. და რომელნი-იგი ცოდვიდენ წინაშე ყოველთასა ამხილე, რაითა სხვათა მათ ეშინოდის (I ტიმ. 5,22.21.20).
3. გამორჩეული თვითნებურად არ უნდა შეუდგეს ქადაგებას, არამედ უნდა დაელოდოს დროს, როცა ამ საქმეზე ღვთის ნება განცხადდება, დაიწყოს ქადაგება მაშინ, როცა ებრძანება და უქადაგოს მათ, ვისთანაც წარიგზავნება.
ესე ათორმეტნი წარავლინა იესო, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართასა ნუ მოხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხვალთ. არამედ მივედით უფროის ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა (მთ. 10,5.6).
და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღუართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეული არს, ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყუაი, და მოუხდეს მას მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრე მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა (მთ. 15,22-24).
ქრისტეს სიტყვები: ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თვისით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე (იო. 8,42).
და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკიამდე და კვიპრედ, და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო (საქ. 11,19).
პავლე, მონაი იესო ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა (რომ. 1,1).
პავლე მოციქულის სიტყვა: ანუ ვითარ-მე ისმინონ თვინიერ ქადაგებისა? ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? (რომ. 10,14.15).
- პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა მაცხოვარისა ჩუენისა და უფლისა იესო ქრისტეს - სასოებისა ჩვენისაითა (I ტიმ. 1,1).
4. ვისაც მოუწოდეს სახარების ქადაგებისაკენ, დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს მოწოდებას და არ გადადოს ეს საქმე.
ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე, და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისვლად და დაფლვად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესო: აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაი (ლკ. 9,59.60).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა. არცა აღვედ იერუსალიმად მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ (გალ. 1,15.17).
5. ნუ ასწავლი უცხოს (ვინც არ ეთანხმება მცნებებს უფლისა).
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართაისა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი ... მე ვარ კარი ცხოვართაი, ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა (იო. 10,1.2.7.8).
პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, განა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ (გალ. 1,8.9).
- უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღვრობდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღვრებათა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღვრებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაი იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა (I ტიმ. 6,3.4).
6. მორწმუნეებს უნდა ასწავლოთ ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა და მისმა მოციქულებმა სახარებაში.
ქრისტეს სიტყვები: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა სა სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ (28,19.20).
და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდა მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებილთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალლიმს შინა (საქ. 16,4).
პავლე მოციქულის სიტყვა: ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ (6,2).
- ხოლო შენ იტყოდე, რომელი ჰშვენის სიცოცხლისა მას მოძღვრებასა (ტიტ. 2,1).
7. ის, ვისაც მინდობილი აქვს ღვთის სიტყვის სწავლება და გაჩუმდება ისეთ რამეზე რაც სათნო იყო ღვთისა, დამნაშავეა მათი სიცოცხლის გამო, რომელნიც საშიშროების წინაშე დადგენ, ან იმის გამო თუ რამე აკრძალული გააკეთეს, ან არა საკმარისად შეასრულეს ის რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომ აღესრულებინათ.
ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქვენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. (ლკ. 11,52).
და ოდეს მოვიდეს მაკედონიით შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესოს. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და გმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და ჰრქუა მათ: სისხლი თქვენი თავთა ზედა თქვენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართა მიმართ მივიდე (საქ. 18,5.6).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქვენ ყოველთაისა, რამეთუ არარაი დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქვენ ყოველივე ნებაი ღმრთისაი (საქ. 20,26.27).
8. იმის შესახებ, რაც წერილში აშკარად ბრძანებით არ არის დადგენილი, თითოეულს უმჯობესი უნდა შევაგონოთ.
ქრისტეს სიტყვები: რამეთუ არიან საჭურისნი რომელნი მუცლითაგან დედის თვისისაით საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელი კაცითაგან გამოისაჭურისეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა რომელი შემძლებელ არს დატევნებად, დაიტიენ (მთ. 19, 12).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ქალწულთათვის ბრძანებაი უფლისა მიერ არა მაქუს. ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ, მე ეგრე ვგონებ, ვითარმედ ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთვის ურვისა. რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს. შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. იქორწინე თუ, არ სცოდე. და თუ იქორწინოს ქალწული არა ცოდა; ჭირი ხორცთაი თავს იდვან ეგევითართა მათ; (I კორ. 7,25-28).
9. შეუწყნარებელია სხვებს დააკისრო აუცილებლობა იმისა, რასაც თვითონ არ ასრულებ.
ქრისტეს სიტყვები: თქვენდაცა, სჯულის მეცნიერთა, ვაი არს, რამეთუ აჰკიდით კაცთა ტვირთი ძნიად სატვირთავი და თქვენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტვირთსა მას (ლკ. 11,46).
10. ჭეშმარიტების მქადაგებელი სხვათათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყოველგვარ სიკეთეში, ასრულებს რა თვითონ უწინარეს ყოვლისა იმას, რასაც სხვებს ასწავლის.
ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთაი (მთ. 11, 28.29).
და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელი თვისი და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ, უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღვარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მოგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 13-15).
პავლე მოციქულის სიტყვა: და ყოველი გიჩვენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ (საქ. 20,35).
- მობაძავ ჩემდა იქმენ, ვითარცა მე ქრისტესი (კორ. 11,1).
- ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა (I ტიმ. 4,12).
11. ჭეშმარიტების მქადაგებელი მხოლოდ საკუთარი თავის გამოსწორებისა და სრულყოფისათვის არ უნდა ზრუნავდეს, არამედ თავის პირდაპირ მოვალეობად უნდა შერაცხოს მასზე მინდობილთა სრულყოფა.
ქრისტეს სიტყვები: თქვენ ხართ მარილი ქვეყნისაი; უკუეთუ მარილი განქარდეს, რაითა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ (მთ. 5,13).
- ყოველი რომელი მომცა მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს არა განვაძო გარე. რამეთუ გარდმოვხედ ზეცით, არა რაითა ვყო ნებაი ჩემი, არამედ ნებაი მომავლინებელისა ჩემისა მამისაი. რამეთუ ესე არს ნებაი მომავლინებელისა ჩემისა, რაითა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი (იო. 6,37.38.40).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რაი-მე არს სასოებაი ჩუენი ანუ სიხარული ანუ გვირგვინი სიქადულისაი? ანუ არა თქუენა წინაშე უფლისა იესო ქრისტესა მისსა მას მოსვლასა? რამეთუ თქუენ ხართ დიდებაი ჩუენი და სიხარული (I თეს. 2,19.20).
12. ჭეშმარიტების მქადაგებელმა უნდა დაიაროს მისთვის ჩაბარებული სოფლები და ქალაქები.
და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა საკრებულოთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის (მთ. 4,23).
და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა (ლკ. 8,1).
13. ყველას უნდა მოუწოდებდეს სახარების მოერჩილებისაკენ, მთელი შემართებით აუწყებდეს ღვთის სიტყვას და მოწმობდეს ჭეშმარიტებას, თუნდაც ზოგნი აბრკოლებდნენ ან დევნიდნენ ამის გამო ყოველგვარი საშუალებით, სიკვდილითაც კი.
ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ ხელ-ეწიფების მოკვლად (მთ. 10,27.28).
ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მობოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას (მთ. 22,8.9).
ქრისტეს სიტყვები: მიუგო იესო და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის გასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას გეტყოდე (იო. 18,20).
და ვითარცა მიიყვანეს იგინი, დაადგინეს კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღვდელთ მოძღვარი იგი და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაითა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალიმი მოძღვრებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩვენ ზედა სისხლი კაცისაი ამის? მიუგო პეტრე და მიციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის (საქ. 5, 27-29).
პავლე მოციქულის სიტყვა: გარნა სული წმიდაი ქალაქად-ქალაქად მაწამებს მე და მეტყვის, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. არამედ ვზრუნავ ამისათვის, არცა უპატნიოსეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარცა არა აღვასრულე სრბაი ჩემი სიხარულით და მსახურებაი, რომელი მოვიდა უფლისა იესო ქრისტესაგან წამებად სახარებაი იგი მადლისა ღმრთისაი (საქ. 20,23,24).
- რამეთუ თქუენ თვით უწყით ძმანო, შემოსვლაი იგი ჩუენი თქუენდა მიმართ რამეთუ არა ცუდად რაი იყო, არამედ წინასწარ ვივნეთ და ვიგონენით, ვითარცა იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებისა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა (I თეს. 2, 1.2).
14. საჭიროა ლოცვა მორწმუნეთა წარმატებისათვის და უფლისადმი მადლობის აღვლენა ამის გამო.
ქრისტეს სიტყვები: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ ... მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ (იო. 17,20.21.24).
მას ჟამსა შინა იხარებდა იესო სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე (ლკ. 10,21).
პავლე მოციქულის სიტყვა: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტეს იესოს მიერ თქუენ ყოველთათვის, რამეთუ სარწმუნოებაი თქუენი განთქმულ არს ყოველსა სოფელსა. რამეთუ მოწამედ ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურობ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაითა, ვითარ უნაკლოდ ხსენებასა თქუენსა ვჰყოფ; მარადის ლოცვითა შინა ჩემთა ვევედრები, რაითა აწღა თუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაითა მოსვლად თქუენდა (რომ. 1,8-10).
- რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათვის მოწყალებითა ქრისტე იესოისაითა, და ამას ვილოცავ, რაითა სიყვარული ეგე თქუენი უფროის და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოველითა ფრთხილებითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისაითა, აღავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებელად ღმრთისა (ფილ. 1,8-11).
15. ღვთის მადლით აღსრულებული კეთილი საქმეები სხვებსაც უნდა ემცნოთ ღვთის სადიდებლად.
და მოიქცენ მოციქულნი და უთხრეს იესოს, რაოდენი ქმნეს; (ლკ. 9,10).
და მო-რაი-ვიდეს, შეკრიბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ჰყო ღმერთმან მათ თანა (საქ. 14,27).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო თქუენცა რაითა უწყოდით ჩემთვის, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტვიქიკოს, საყურელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ, რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისათვის მებრ, რაითა უწყოდით ჩუენთვის და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა (ეფეს. 6,21.22)
16. უნდა ვზრუნავდეთ როგორც დამსწრეთათვის, ასევე მათზეც რომელნიც არ გვესწრებიან და უნდა დავარიგოთ ისე, როგორც მათ სჭირდებათ.
ქრისტეს სიტყვები: და სხვანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იო. 10,16).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაი მარტოთა და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაი ჩუენი და მსახური ღმერთისაი და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესა, რაითა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინისგცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათვის (I თეს. 3,1.2).
17. ყურადღებით უნდა მიეპყრათ მათ, რომელნიც კეთილი საქმეების აღსრულებისაკენ მოგიწოდებენ.
და ვითარცა-იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუხდა მას მთავარი ერთი, თაყვანის-სცემდა მას, და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ხელი შენი მას ზედა, და ცხონდეს. და აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა (მთ. 9,18.19).
რამეთუ ახს ლუდიაი იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსვლად ვიდრე ჩუენამდე. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა (საქ. 9,28.29).
18. ჭეშმარიტი სიტყვის მიმღებნი უნდა განამტკიცოთ მასში თქვენი უშუალო მეთვალყურეობით.
შემდგომად დღეთა რავდენ-თამე. ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაი იგი უფლისაი, ვითარ-ძი არიან (საქ. 15,36).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩუენ ძმანო, ობოლღათუ ვიქმენით თქუენგან წუთ ერთ ჟამ პირითა და არა გულითა, უმეტეს ვისწრაფეთ პირისა თქუენისა ხილვად მრავლითა წადიერებითა, ვინაიცა ვინებეთ მისვლაი თქუენდა მე, პავლე, ერთ გზის და ორ გზის (თეს. 2,17.18).
- ვინაიცა ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაი მარტოთა და მივავლილნეთ ტიმოთე, ძმაი ჩუენი და მსახური ღმერთისაი და თანა-შემწე ჩუენი სახარებასა მას ქრისტესა, რაითა დაგამტკიცნეს თქუენ და ნუგეშინის გცეს თქუენ სარწმუნოებისა მაგის თქუენისათვის, რაითა არარას იურვოდით ქართა ამათ შინა, რამეთუ თქუენ თვით უწყით, ვითარმედ ვდგათ-ვე ამისათვის (I თეს. 3,1-3).
19. ღვთის მოყვარესათვის დამახასიათებელია დიდი გულმოდგინება დასამოძღვრავთა მიმართ, ზრუნვა მათზე მთელი ძალისხმევით და ყოველი საშუალებით, სწავლება როგორც სახალხოდ ასევე პირის-პირ, თუნდაც ამისათვის სიკვდილი მიიღოს.
ქრისტეს სიტყვები: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის (იო. 10,11).
და ოდეს ისადილეს, ჰრქუა სვიმონ-პეტრეს იესო: სვიმონ იონაისაო, გიყვარ მეა უფროის ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ. ჰრქუა მას იესო: აძოვენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სვიმონ იონაისაო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყვარ შენ, ჰრქუა მას იესო: დამწყესენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესო მესამედ: სვიმონ იონაისაო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყვარ შენ, ჰრქუა მას იესო: დამწყესენ ცხოვარნი ჩემნი (იო. 21,15-17).
და ერთსა მას შაბათთასა შეკრებულ რაი იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღვრებისასა, რამეთუ განსვლად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაი იგი ვიდრე შუა ღამემდე. აღდგა ამიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებამდე და ესრეთ განვიდა (საქ. 20,7.11).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვითარ-იგი დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა. და უწამებდ ჰურიათა და წარმართა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩვენისა იესო ქრისტესა. ამისათვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლას კაცად-კაცადსა თქუენისასა (საქ.20,20.21.31).
- მოიხსენით, ძმანო, შრომანი ჩუენი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაი იგი ღმრთისაი (I თეს. 2,9).
20. ჭეშმარიტების მქადაგებელი უნდა იყოს მოწყალე და თანამგრძნობელი, მეტადრე სულით ვნებულთადმი.
და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქუენი? ხოლო იესოს ვითარცა ესმა ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მთ. 9,11-13).
- და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცვივნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი (მთ. 9,36).
21. მორწმუნეებს თანაგრძნობით უნდა მოეკიდო და ხორციელ გასაჭირშიც კი უნდა შეეწიო მათ.
ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესე სამი დღე არს, და მელიან მე და არარაი აქუს, რაითამცა ჭამეს, და განტევებაი მათი უზმათაი არა მნებავს, ნუუკუე დაცვივენ გზასა ზედა (მთ. 15,32).
მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს ძალგიც განწმედად ჩემდა. ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ხელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ (მაკ. 1,40.41).
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთა ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდეს მსახურებაი იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაი. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა და მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყუისა ღმრთისაი და მსახურებად ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა (საქ. 6,1-3).
22. ჭეშმარიტების მქადაგებელი არ უნდა ჩაეძიროს ნაკლებმნიშვნელოვან საზრუნავებში, რათა ჯეროვანი გულმოდგინება არ მოაკლდეს უმნიშვნელოვანესს.
მოუწოდეს ათორმეტთა და მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყუისი ღმრთისაი და მსახურებად ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალენით (საქ. 6,2-4).
23. არ არის საჭირო ქედმაღლობა ან პირადი გამორჩენის მიზნით სწავლების სიტყვის გამოყენება, მსმენელთა მაამებლობა, არამედ ისეთები უნდა იყოთ, როგორც უნდა იყოს ღვთის წინაშე და ღვთის სადიდებლად მეტყველი.
ქრისტეს სიტყვები: და ყოველსა საქმესა მათსა (ფარისეველნი) იქმან საჩვენებლად კაცთა: განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. უყუარს ზემოჯდომაი სერსა ზედა და პირველ დაჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა და რაიცა ჰხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი! ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელი არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთი არს წინამძღვარ თქუენი ქრისტე (მთ. 23,5.10).
ქრისტეს სიტყვები: ჩემი ესე მოძღვრებაი არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაი. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღვრებაი ესე, ვითარ რაი არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თვისით ვიტყვი. რომელი თავით თვისით იტყვინ, დიდებასა თავისა თვისისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თვისისა, იგი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა (იო. 7,16-18).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა ვართ, ვითარ-ცა-იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა ჭეშმარიტებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყვით (II კორ. 2,17).
- რამეთუ ნუგეშინის-ცემაი ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არაწმინდებისა, არცა ზაკუვით, არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაი იგი, ეგრეცა ვიტყუვი, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულთა ჩუენთაი. რამეთუ არცა სადა სიტყვით ლიქნისაითა ვიყვენით, ვითარცა ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგარებისაითა, ღმერთი მოწამე არს, არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არც სხვათაგან; და ესეღა ხელ-გუეწიფების და-თუმცა რაიმე გიმძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა არამედ ვიქმენით ჩუენ მშვიდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისათა შვილთა (I თეს. 2,3-7).
24. ჭეშმარიტების მქადაგებელმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომთა დასამცირებლად და მათ წინაშე არ უნდა მედიდურობდეს, არამედ, პირიქით, მოვალეა თავისი მდგომარეობით ისარგებლოს, რათა სიმდაბლე შეასწავლოს მათ.
ქრისტეს სიტყვები: ვინ-მე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისმან მონათა თვისთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თვისსა? ნეტარ არს მონისაი მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დადგინოს იგი. ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თვისსა: ყოვნის უფალი, ჩემი მოსვლად, და იწყოს გუემად მისთა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთვრალეთა თანა. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის (მთ. 24,46-51).
- თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ, უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღვარმან, თქუენსცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა (იო. 13,13.14).
და იყო ცილობაიცა მათ შორის, ვითარმედ ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ხელმწიფებაი აქუნ მათ ზედა, ქველის მოქმედ ჰრქვიან. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწმემ, და წინამძღვარი იგი - ვითარცა მსახური. ვინ არს უფროის: რომელი ინახით-ზის, ანუ რომელი მსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინახით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური (ლკ. 22,24-27).
ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიასათა, და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველით დღითგან, ვინაითგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელი შემემთხვეოდეს მე ძვირის ზრახვათაგან ჰურიათაისა (საქ. 20,17-19).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაი გონიერთა მაგთ, რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგწამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. საკდემელად თქუენდა გეტყვი, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით, რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყვი, ვიკადრო მეცა (II კორ. 11,19-21).
25. არ ეგების სახარების ქადაგება ვინმესთან პაექრობის, შურის ან გაჯიბრების მიზნით.
ქრისტეს სიტყვები: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყვარელი ჩემი რომელი სთნავს სულსა ჩემსა დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალი წარმართაი მიუთხრას არა უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი (მთ. 12,18.19).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვინ უწყის, გან-ვე ამისთვის გეშორა ჟამ ერთ, რაითა საუკუნოდ მიიყვანო იგი. არღა ვითარცა მონაი, არამედ უფროისღა მონისა, საყუარელი ძმაი, ვინაითგან ჩემდა ესრეთ, რავდენ უფროის შენდა ხორციელადცა და უფლისა მიერცა. უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად. შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე (ფილ. 1,15-17).
26. სახარების ქადაგებისას ნუ ისარგებლებთ ადამიანური მტკიცებულებით, რათა ამით არ დაიჩრდილოს მადლი ღვთისა.
ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა (მთ. 11,25).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყუათა, რაითა არა ცალიერი იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. - და მე მო-რაი-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყვითა სიბრძნისაითა მითხრობად თქუენდა წამებაი იგი ღმრთისაი, რამეთუ არარაი სხუაი დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესო და ესეცა ჯუარს-ცუმული. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ. და სიტყიაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაითა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა, რაითა სარწმუნოებაი ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაითა, არამედ ძალითა ღმრთისაითა (I კორ. 1,17;2,1-5).
27. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატება ქადაგებაში ჩვენს საკუთარ აზროვნებაზეა დამოკიდებულლი, არამედ ყველაფერი ღმერთს უნდა მივაწეროთ.
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო სასოებაი ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ. არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაი ჩუენი ღმრთისაგან არს. რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა მსახურებად ახლისა სჯულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხონებს (II კორ. 3,4-6).
- ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან (II კორ. 4,7).
28. ვისაც სახარების ქადაგება ევალება, მან არ უნდა შეიძინოს იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია გადაუდებელი პირადი საჭიროებისათვის.
ქრისტეს სიტყვები: ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ხამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა (მთ. 10,9.10).
- ნურარაი გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ (ლკ. 9,3).
პავლე მოციქულის სიტყვა: ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა (საქ. 20,33).
- არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავთა მათ სათნო-ეყოს (II ტიმ. 2,4).
29. არ უნდა აიღო თავზე ცხოვრებისეული საზრუნავები ხალხის საამებლად, რომელნიც მიკერძოებით აკეთებენ ამას.
ჰრქუა მას ვინმე მის ერისაგანმან: მოძღვარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაითა განმეყოს მე სამკვიდრებელსა. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა? (ლკ. 12,13.14).
პავლე მოციქულის სიტყვა: არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავთა მათ სათნო-ეყოს (II ტიმ. 2,4).
30. ღვთის რჩეულობას კარგავენ ისინი, რომელნიც მსმენელთა საამებლად გაუბედავად ამცნობენ ღვთის ნებას, რათა ფეხქვეშ გაეგონ მათ, ვისაც სურთ, რომ აამონ.
ქრისტეს სიტყვები: ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ (იო. 5,44).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ უკეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე ქრისტეს მონამცა არა ვიყავ (გალ. 1,10).
31. მასწავლებელმა მიზნად უნდა დაისახოს, რათა ყველა აქციოს მამაკაცად სრულად და მიაღწიოს ქრისტეს ასაკის სისავსის საზომს, ამასთან თითოეულს თავის საზომი განუჩინოს (ეფ. 4, 13).
ქრისტეს სიტყვები: იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს (მთ. 5,48).
- და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა გრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მიმართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ (იო. 17,20.21).
პავლე მოციქულის სიტყვა: და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშებლად გუამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მოვიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა; (ეფ.4,11-13).
32. მტრულად განწყობილთ ურისხველად და მშვიდად უნდა შეაგონებდეს მათი სინანულში ჩავარდნის მომლოდინე, ვიდრე არ შესრულდება საზომი მათზე მზრუნველობისა.
არ უხდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმაი მისი. ლერწამი შემუსვრილი არა განტეხოს და პატრუქი მბრდღვინვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი (მთ. 12,19.20).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ და უმანკო, მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო-თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, და განიფრთხონ საფრთხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა (II ტიმ. 2,24-26).
33. დაუთმე და ჯიუტად შენსას ნუ დაიჟინებ, როცა ვიღაც შიშისა და სიფრთხილის გამო უარს ამბობს ქადაგების სიტყვის მიღებაზე.
და ევედრებოდის მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაი მის ღადარინელთასაი, რაითა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე (ლკ.8,37).
34. განეშორე მათ, რომელნიც უგრძნობელობის გამო არ იღებენ სახარების ქადაგებას და ნუ ისარგებლებ მათი შესაწირით ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებლობის შემთხვევაშიც კი.
ქრისტეს სიტყვები: და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქუენთაი (მთ. 10,14).
- და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და არა შეგიწყნარენ თქუენ, გამო-რაი-ხვიდოდეთ უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელი აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლოებულ არს სასაუფეველი ღმრთისაი (ლკ. 10,10.11).
და ოდეს მოვიდეს მაკედონიათ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესოს. ხოლო იგინი ვითარ უხდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერთაგან წარმართა მიმართ მივიდე (საქ. 18,5.6).
35. განეშორე ადამიანებს, რომელთაც დიდი პატივი დასდე და მაინც არ ირწმუნეს.
ქრისტეს სიტყვები: იერუსალიმ, იერუსალიმ რომელმან მოსწყვიდენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი, ვითარცა სახედ შეიკრიბნის ფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქუენი ოხრად (მთ. 23,37.38).
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყუსი ესე ღმრთისაი, ხოლო ვინაითგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თვისნი ცხოვრების საუკუნოისა, აჰა ესერა მოვიქცევით წარმართა მიმართ. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართა, რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდემდე ქუეყანისა (ის. 49,6. საქ. 13,46.47).
პავლე მოციქულის სიტყვა: მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლებისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ (ტიტ. 3,10.11).
36. ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში ზუსტად უნდა დაიცვა ღვთის სიტყვა, ნურაფერს გააკეთებ მიკერძოებით.
პავლე მოციქულის სიტყვა: ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესსა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაითა ესე დაიმარხო თვინიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით (I ტიმ. 5,21).
37. ჭეშმარიტების მქადაგებელი ყველაფერს უნდა აკეთებდეს და ამბობდეს წინდახედულებით, განსჯით, მრავალი გამოცდით, მხოლოდ ერთი სურვილით - სათნო ეყოს ღმერთს - როგორც ადამიანი, რომელიც საჭიროებს მოწონებას მათგანაც, რომელნიც მინდობილნი არიან მასზე.
პავლე მოციქულის სიტყვა: თქუენ იცით პირველით დღითგან, ვინაითგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა... ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა, თქუენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნენ ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი მსახურებდეს (საქ. 20, 18.19.33.34).
- თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით (I თეს. 2,10).