მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 7 - ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ

 

1. თუკი ვინმე უფლის აღმსარებლად და მისი სწავლების მსმენელად წარმოაჩენს თავს, თუმცა მისი მცნების შესაბამისად არ იქცევა, ღვთის განსაკუთრებული განგებულებით სულიერი ნიჭიც კი რომ ჰქონდეს მიმადლებული, მაინც დასჯილია.

 

ქრისტეს სიტყვები: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალმან მრქუას მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო არა სახელითა შენითა ვწინასწარვმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ, განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ.7,21-23).

 

- რაისა მეტყვი მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთ რომელსა გეტყვი თქვენ? (ლკ.6,46)

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოველსა საქმისა მიმართ კეთილსა გამოუცდელ (ტიტ.1,16)