1. მკვდართა აღდგომის ჟამს არ უნდა ველოდოთ რაიმეს, ამა სოფლისათვის დამახასიათებელს, უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალ საუკუნეში არის ცხოვრება ანგელოზებრივი და თავისუფალი ყოველგვარ საჭიროებათაგან.
ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განქორწინებენ; ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნეთ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ. არცაღა მერმე სიკუდილდ ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან (ლკ. 20, 34-36).
პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ხორცითა მოვიდენ? უგუნურნო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არს, დასთესი, არამედ შიშუელი მარცვალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თვითოეულისა თესლსა თვისი გუამი. ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი (I კორ. 15,35-38; 42-44).
2. არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლის მოსვლა იქნება ადგილობრივი და ხორციელი, არამედ უნდა მოველოდეთ უფალს დიდებითა მამისათა მეყვსეულად მთელს სამყაროში.
ქრისტეს სიტყვები: მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქეუნ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა თუ იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინასწარმეტყველნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა (მთ. 24,23.24).
- ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა ესერა წინასწარ გითხარ თქუენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი; და ვარსკულავნი ზეცით გარდმოცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ და მაშინ იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა (მარკ. 13,23-26).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ამას გეტყვით თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსვლასა მას უფლისასა ვერ მივეწივნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდმოხდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; (I თეს. 4,15.16).