1. არ უნდა განვერიდოთ სიმართლისათვის ჭირთა დამთმენელთ.
აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თვისად ადგილად და მე მარტოი დამიტევოთ; (იო. 16, 31.32)
პავლე მოციქულის სიტყვა: უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა. რომელნი არიან ასიას შინა. რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენე. მიეცინ უფალმან წყალობაი ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ გზის მე განმისვენა და ჯაჭვი ესე ჩემი არა სირცხვილ უჩნდა. არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მიეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაი უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რავდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი (II ტიმ. 1, 15-18).
- პირველსა მას სიტყვის-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე, ნუ შეერაცხებინ მათ (II ტიმ. 4, 16).
2.უნდა ვილოცოთ გასაჭირში მყოფთათვის.
სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენნი (ლკ. 22, 31.32).
პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა ღმრთისა მიმართ მისთვის (12, 5).