მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 64 - ღვთის გულისთვის ვნებაში სიხარულის შესახებ

 

სიხარულით უნდა დავითმინოთ ყოველივე, რაც გინდა იყოს, სიკვდილამდეც კი უფლის სახელისათვის და უფლის მცნებებისათვის.

 

ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისთვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რამეთუ გყვედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნეს წინასწარმეტყველნი უწინარეს თქუენსა (მთ. 5, 10-12).

 

- ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულეთ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასახენ თქუენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინასწარმეტყველთა მამანი მათნი (ლკ. 6, 22.23).

 

ხოლო იგინი ერჩდეს მას და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაითა არღარა იტყოდიან სახელითა იესოისითა, და განუტევნეს იგინი. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათვის გინებად. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღვრებითა და სახარებითა იესო ქრისტესითა (საქ. 5, 40-42).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთვის და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ხორცითა ჩემითა გუამისათვის მისისა, რომელ არს ეკლესიაი (კოლ I, 23.24).