1. ღვთის რწმენის მიმღებელნი და ნათელღებულნი მყისვე უნდა განემზადონ განსაცდელებისათვის, რომელიც საკუთარი სახლეულისგანაც წამოვა და, შესაძლოა, სიკვდილამდეც კი არ შეწყდეს, რადგან თუ კაცმა ამისთვის თავი არ განიმზადა, უეცრად მოწეული საფრთხის წინაშე შესაძლოა მალევე შეერყეს რწმენა.
და ნათელ იღო იესო, და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდმომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან (მთ. 3, 16.17; 4,1).
ქრისტეს სიტყვები: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო ვითარცა ტრედი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მოგიყვანეს თქუენ ჩემთვის საწამებლად მათა და წარმართა. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილნი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს (მთ. 10, 16-18; 21-22; 38).
- ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არა დაბრკოლდეთ. კრებულისაგან განგასხმენ თქუენ, არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარცა მსხვერპლი შეწირა ღმრთისა. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაი, არცა მე (იო. 16, 1-3).
- ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, - რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაი იგი, და ამათ ძირი არ უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან (ლკ. 8,13).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი (II კორ. 1, 8.9).
- და ყოველთავე რომელთა ნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ (I ტიმ. 3,12).
2. თვითვე არ უნდა ჩაიგდო თავი განსაცდელში მანამ, სანამ ამაზე ღვთის დაშვება არ იქნება. პირიქით, უნდა ილოცო, რომ არ ჩავარდე განსაცდელში.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა! და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან (მთ. 6, 9.13).
ამისა შემდგომად იქცეოდა იესო გალილეას და არა უნდა მისვლად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკვლად, ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაი, რომელ არს კარვობისაი. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაითა მოწაფეთაცა შენთა იხილონ საქმენი შენნი რომელთა იქმ. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაითამცა განცხადებულ იყო უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. ჰრქუა მათ იესო: ჟამი ჩემი არა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე გამზადებულ არს, ვერ ხელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვსწამე მისთვის, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესო აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად (იო. 7, 1-10).
ქრისტეს სიტყვები: ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა (ლკ. 22, 46).
3. ზოგჯერ უნდა განერიდო კიდეც ბოროტის მზრახველთ, ხოლო ვის თავზეც დაიშვა განსაცდელი, მან უნდა ითხოვოს ლოცვებში, რათა მიეცეს ძალი განსაცდელის გადატანისათვის, რათა ყოველთა ზედა იყოს ნება ღვთისა.
ქრისტეს სიტყვები: რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდით სხუად (მთ. 10,23).
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს, და ზრახვა-ყვეს მისთვის, რაითა წარწყმიდონ იგი, ხოლო იესო გულისხმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა (მთ. 12,14).
მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაითა მოკლან იგი. ხოლო იესო არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის (იო. 11,53.54).
და დაიდგინა მუხლნი, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ! (ლკ. 22,41.42).
პავლე მოციქულის სიტყვა: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხვა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაიცა, რაითა შეუძლოთ დათმენად (I კორ. 10,13).
4. ქრისტიანმა მასზე მოწეულ ყველა განსაცდელში უნდა გაიხსენოს, თუ რა არის თქმული ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ღვთივსულიერ წერილში და ასე რიგად დაიმარხოს თავისი თავი ურცხვენელად, წინააღმდგომნი კი შემუსროს.
მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან, და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ რაითა ქვანი ესე პურ იქმენენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყუითა, რომელი გამომავალს პირისაგან ღმრთისა (მთ. 4, 1-4).