ნუ შეურაცხყოფთ ღვთის მადლის მატარებელთ მათი გარეგნული უპოვარებისათვის, რამეთუ დიდია წყალობა უფლისა მათზედა.
ქრისტეს სიტყვები: მას ჟამსა შინა იტყოდა იესო და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩვილთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე (მთ. 11,25.26).
და მოვიდა მამულად თვისა და ასწავებდა მათ შესაკრებელსა შორის მათთა, ვიდრემდის განუკვირდებოდა მათ და იტყოდის ვინაი არს ამისა სიბრძნე და ესე ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროის მის ძე? ანუ არა დედასა მისა ჰრქვიან მარიამ, და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სვიმონ და იუდა. და დანი მისნი არა ყოველნი ჩვენ შორის არიანა? ვინაი უკუე არს ამისა ესე ყოველნი. და დაბრკოლდებოდეს მისთვის. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა არს წინასწარმეტყველი შეურაცხ, გარნა სოფელსა თვისსა და სახლსა შინა თვისსა. და არ ქნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათვის (მთ. 13, 54-58).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაი ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიან ხორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან. არა მრავალნი აზნაურ არიან, არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაითა არსნი იგი განაქარვნეს; რაითა არა იქადოს ყოველმან ხორციელმან წინაშე ღმრთისა (I კორ. 1, 26-29).