რამდენადაც ნიჭი სულიწმინდისა მრავალგვარია, ერთ ადამიანს კი არ ძალუძს დაიტიოს ყველა ნიჭი, შესაბამისად ყველა ადამიანი ერთსა და იმავე ნიჭს არ იღებს, ამიტომ ყოველმა კაცმა უვნებლად და მადლიერების გრძნობით უნდა დაიუნჯოს მისთვის მიცემული ნიჭი და ურთიერთშორის კი ისეთ თანხმობაში უნდა იყვნენ ქრისტესმიერი სიყვარულით, როგორც ასოები სხეულში. ამიტომ მცირე ნიჭის მქონეთ სასო არ უნდა წარიკვეთონ, მათზე აღმატებულთან შედარებით.
ქრისტეს სიტყვები: და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენი რაითა განასხამენ? ამისთვის იგინივე მსაჯულ თქვენდა იყვნენ (მთ. 12, 25).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიწამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ (გალ. 5, 15).
ქრისტეს სიტყვები: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ; რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის, ერთ იყვნენ (იო. 17, 20.21).
ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად (საქ. 4, 32).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ გეტყვი მადლითა ღმრთისაითა, რომელი მოცემულ არს ჩემდა, ყოველსა მას, ვინცა იგი არს თქუენ შორის, ნუ უფროის ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმინდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაითა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუა, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო გუაქვს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თვითო სახედ, გინათუ წინასწარმეტყველებაი საზომისაებრ სარწმუნოებისა (რომ. 12,3-6).
- ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წუალებაი, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (I კორ. 1,10).
- ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაი, მრავალი თუ არს, ერთ გუამვე არს; ეგრეცა ქრისტე. რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვსუამს (I კორ. 12, 12.13).
- აღივსეთ სიხარული ჩემი; რაითა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქუნდეს; ერთ სულ და ერთ-ზრახვა იყვენით; ნურარაი ხდომით გინა ზუაობოთ, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თვითოეული თავისა თვისისა. ნუ თავისა თვისისა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყვასისაცა თვითოეული თქვენი (ფილ. 2, 2-4).