1. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი სწავლების აღიარება უნდა მოხდეს შიშისა და სირცხვილის გარეშე, გაბედულად.
ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა, თქვენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგაებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა (მთ.10: 27,28,32.).
– რომელსა სირცხვილი უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვათა ჩემთა, ამისა ძემანცა კაცისამან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთა თანა (ლკ.9,26).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ უკვე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩვენისა, ნუმცა მე, კრულ ესე მისი, არამედ თანა იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისათა, შენ უკვე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღვაწემან ქრისტე იესომან. (IIტიმ: 18; 2,3).