1. მოუკლებლად იყავით ლოცვასა და მღვიძარებაში.
ქრისტეს სიტყვები: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოდ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომლი ეძიებდეს, პოვოს და რომელი ირეკდეს განეღოს (მთ. 7, 7.8).
ეტყოდა (იესო) მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაი, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა რცხვენოდა, და ქვრივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, და მოვიდოდის მისა და ეტყვინ მისაჯე მე წაინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამამდე, ამისა შემდგომად თქუა გულსა, შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის, რამეთუ შრომასა შემამთხვევს მე მარადის ქვრივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდიდის და მაწყინებდეს მე, და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რაისა-იგი მსაჯული სიცრუისაი იტყვის, ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურისგებაი რჩეულთაი მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? (ლკ. 18, 1-7).
ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი, რამეთუ ვითარცა საფრხე მოუხდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. იღვიძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისასა (ლკ. 21, 34-36).
პავლე მოციქულის სიტყვა: ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა, ჰმადლობდით (კოლ. 4,2)
- მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით (I თეს. 5, 16.17).
2. თავდაპირველად მადლობა შესწირეთ უფალს ყველაფრისათვის, რაც გვაბადია - რაც გვჭირდება არსებობისათვის, მერე კი ვისარგებლოთ ქონებით.
მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თვისთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას (მთ. 14, 19).
მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად (საქ. 27, 35).
პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული (I ტიმ. 4,4).
3. ნუ მრავლისმეტყველებთ, როცა ლოცულობთ რაიმე ხრწნადზე, არ უნდა ვითხოვოთ რაიმე უღირსი.
ქრისტეს სიტყვები: და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით, ვითარცა წარმართაგანნი, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ მრავლის მეტყველებითა მათითა ისმინოს მათი, ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვამდე თქუენდა მისგან (მთ. 6, 7.8).
- და თქუენ ნუ ეძიებთ, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი (ლკ. 12, 29.30).
4. იმის შესახებ, თუ როგორ და რა სულიერ მდგომარეობაში უნდა ვილოცოთ.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისაი მომეც ჩვენ დღეს; და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მთ. 6, 9-13).
- ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მთ. 6, 33).
- და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე (მარკ. 11, 25).
პავლე მოციქულის სიტყვა: მნებავს უკუე ლოცვაი მამათაი ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; (I ტიმ. 2,8).
5. უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის და მათთვის, ვინც ჭეშმარიტ სიტყვას გვაზიარებს.
სვიმონ, სვიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი (ლკ. 22,31.32).
პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველთა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისათვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათვის და ჩვენთვისცა, რაითა მომეცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოი სახარებისაი, რომლისთვის-ესე ვციქუ ჯაჭვითურთ, რაითა მას შინა განვცხადნე, ვითარ იგი ღირს ჩემდა სიტყუად (ეფეს. 6,18-20).
- ამიერთაგან, ძმანო, ილოცევდით ჩვენთვის, რაითა სიტყუაი ღმრთისაი რბიოდის და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქვენდა მიმართ (II თეს. 3,1).
6. უნდა ვილოცოთ მტრებისთვისაც.
ქრისტეს სიტყვები: ულოცევდით მთ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაითა იყვნეთ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათაისა; (მთ. 5,44.45).
7. არ უნდა ილოცოს ან იწინასწარმეტყველოს ღმრთის ნება მამაკაცმა თავდაბურულად და დედაკაცმა კი თავდაუბურველად.
პავლე მოციქულის სიტყვა: და მნებავს თქვენი უწყებაი, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინასწარმეტყველებდეს თავ-დაბურვილად, არცხვენს თავსა თვისსა. და ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინასწარმეტყველებდეს თავ-დაუბურველად; არცხვენს იგი თავსა თვისსა (I კორ. 11,3-5).