1. უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც ყოველგვარი კეთილი ნიჭი, ისე ქრისტესთვის ტანჯვის დათმენაც ღვთისაგან გვეძლევა.
მიუგო იოანე და ჰრქუა მათ: ვერ ხელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით არცა ერთი რაი, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით (იო. 3, 27).
პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4,7).
- რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს (ეფეს. 2,8.9).
- და ესე ღმრთისა მიერ, რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვის ვნებაიცა. იგივე ღვაწლი გაქუნდინ, რომელი იხილეთ ჩემ თანა და აწ გესმის ჩემ მიერ (ფილპ. 1, 28-30).
2. ნუ დაიდუმებთ ღვთის წყალობის წინაშე, არამედ განადიდეთ ღმერთი ამის გამო.
ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს რაითა იყოს მის თანა, ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა: მოიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაი-იგი ყო მოსთვის იესო (ლკ.8, 38.39).
და შე-რაი-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მიეგებოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს და მათ აღიმაღლეს ხმაი მათი და იტყოდეს: იესო მოძღვარ, შემიწყალენ ჩუენ! და თავდმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩვენეთ თავნი თქუენნი მღვდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ ვიდეს იგინი მისგან, განწმიდეს კეთროვნებისა მისგან, ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე ფერხთა იესოისაითა და ჰმადლობდა მას, და ესე იყო სამარიტელი. მიუგო იესო და ჰრქუა მას არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე. და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ (ლკ. 17, 12-19).
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ (I კორ. 15,10).
- ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული (I ტიმ. 4,4).