მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 46 - დაჯინებულობის შესახებ

 

1. როგორც მნიშვნელოვან, ისე ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეში, გულმოდგინება და სიმტკიცე მოგვეთხოვება.

 

 ქრისტეს სიტყვები: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა ახსნისა შაბათსა შინა ხარი, გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი? ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათვრამეტი წელი არს; არა ჯერიყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა - და ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაი, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხვენოდა. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა, და მოვიდის მისა და ეტყვინ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამამდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისათვის, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდიდის და მაწყინებდეს მე. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუისაი იტყვის ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურისგებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებდეს მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? (ლკ. 13, 15.16; 18, 1-7)

 

არავინ მოღუაწე შეეყოფის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღწუიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღუაწოს (II ტიმ. 2, 4.5)

 

 

2. მნიშვნელოვნისადმი დაუდევრობაში მხილებულნი მკაცრ სამსჯავროს დაექვემდებარებიან მათთან შედარებით, რომელთაც თუნდაც მცირედში გამოიჩინეს შიში რწმენის გამო, და სიმტკიცე მოწონების ღირსი სურვილის გამო.

 

 ქრისტეს სიტყვები: დედოფალი იგი სამხრისაი აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაით სმენად სიბრძნესა სოლომონისასა; და აჰა ესერა უფროის სოლომონისსა არს აქა (ლკ. 11,31).

 

- კაცნი იგი ნინეველნი აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდნენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებისა მას იონაისა; და აჰა ესერა უფროის იონაისა არს აქა (მთ. 12, 44).

 

 

3. ის, ვინც მზრუნველობას იჩენს ნაკლებმნიშვნელოვანში, არ უნდა იყოს დაუდევარი უმნიშვნელოვანესში, ხოლო უპირატესად მნიშვნელოვან მცნებათა შემსრულებელი მოვალეა წარემატოს ნაკლებმნიშვნელოვანში.

 

;ვაი, თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოისა ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაი - სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი; ესე-ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად. წინამძღვარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანთქამთ! (მთ. 23, 23.24)