1.სჯული კრძალავს ცუდ საქციელს, სახარება კრძალავს სულის ყველაზე იდუმალ ვნებათა აღძვრასაც კი.
ქრისტეს სიტყვები: გესმა რამეთუ ითქვა პირველთა მათ მიმართ: არა კაც ჰკლა: (ის.20,13). ხოლო რომელმან მოკლას თანამდებ არს სასჯელისა, ხოლო მე გატყვი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა მას ცეცხლისასა (მთ.5,21.22).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურია არს, არცა რომელი ცხადად ხორცითა წინადაცუეთილ, არა რომელი ფარულად ჰურია არსდა წინადაცუეთილებაი გულისაი აქუს სულითა, არ წიგნითა; რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს, არამედ ღვთისაგან (რომ.2,28.29).
2.სჯული ყველა კეთილ საქმეში მოითხოვს მეტ-ნაკლებად სრულყოფილებას. სახარება მოითოვს სრულყოფილებას სავსებით.
ქრისტეს სიტყვები: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე (ლკ. 18, 22)
პავლე მოციქულის სიტყვა: რომლითაცა წინადაიცვითეთ წინადაცუეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცუეთითა ქრისტესითა (კოლ. 2, 11)
3. ვერ გახდება ცათა სასუფევლის ღირსი ის, ვისთვისაც სახარებისეული სიმართლე სჯულისმიერ სიმართლეს არ აღემატება.
ქრისტეს სიტყვები: გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მთ. 5, 20)
პავლე მოციქულის სიტყვა: დაღათუ მაქუს მე ხორცთაგანცა სასოებაი. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ხორცთა, მე უფროისღა, წინადაცვეთილებაი მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაელისა, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელისაგან, სჯულითა ფარისეველი. შურით ვსდევნედ ეკლესიასა ღმრთისასა და სიმართლითა სჯულისაითა ვიყავ მე უბრალო, არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთვის ზღვევად. არამედ და შე-ცა-ვრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთვის მეცნიერებისა ქრისტე იესოის უფლისა ჩემისა, რომლისათვის ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაითა ქრისტე შევიძინო და ვიპოვო მას შინა, რაითა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე სჯულისაგანი, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით (ფილ. 3, 4-9)