არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველთა დასახსნელად, განსაქარვებლად მოვიდა. ის მოვიდა, რათა აღასრულოს სჯული და შეავსოს იგი იმით, რაც კიდევ უფრო სრულყოფილია.
ქრისტეს სიტყვები: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად (მთ.5,7).
პავლე მოციქულის სიტყვები: აწ სჯულსა ნუ განვაქარვებთ სარწმუნოებითა მით? ნუ-იყოფინ, არამედ სჯულსა დავამტკიცებთ (რომ.3,31).