1. თაყვანს სცემს და განადიდებს უფალს ის, ვინც აღასრულებს ნებას მისას, ხოლო ვინც არღვევს მის კანონს, ის შეურაცხყოფს ღმერთს.
ქრისტეს სიტყვები: მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასულე, რომელიც მომეც მე, რაიცა ვყო (იო.17,4).
- ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,16).
პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა გამოიცადოთ თქვენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებრად ღვთისა. (ფლპ.1,10-11).
– რომელი სჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? (რომ.2,23).