მტკიცე უნდა იყო რწმენაში, და არა ცვალებადი, არ უნდა დაკარგო ღვთისაგან მიღებული მადლი.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყვაი იგი ისმინოს და მეყსეულად სიხარული მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ და რაჟამს არნ ჭირი ან დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი (მთ.13,20-21).
პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერთაგან, ძმანო ჩემნო საყვარელნო მტკიცე იყვენით და შეურყეველ, ჰმატებდით საქმესა უფლისასა მარადის; უწყოდეთ რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ(Iკორ.15,58).
– მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადერე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად (გალ.1,6).