მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 37 - მცირეში გულმოდგინების შესახებ

 

ძალისაებრ თვისისა გამოვლენილი გულმოდგინეობა თუნდაც მცირეში, სათნოა ღვთისათვის.

 

ქრისტეს სიტყვები: და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ: არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი (მთ.10,42).

 

და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყვი თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა. რამეთუ ამან ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქუნდა საცხოვრებელი, შეწირა (ლკ.21,1-4).

 

ხოლო იესო იყო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვანისასა, მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასსტრი ნელსააცხებელისაი მრავლისაი სასყიდლისაი და დაასხა თავსა მისსა ინახით მჯდომარეს. ხოლო იხილეს რაი მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაისათვის იყო წარწყმედაი ნელსაცხებლისაი ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა. ხოლო იესო გულისხმაყო და ჰრქუა მათ: რაისა შრომასა შეამთხვევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ჰქმნა ჩემდა მომართ (მთ.26,6-10).

 

და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დადგერით, და გვაიძულა ჩვენ (საქ.16,15).