მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 35 - სულიწმიდაზე გმობის წარმოუთქმელობის შესახებ

 

რომელნიც ხედავენ ვინმეში ნაყოფს სულიწმინდისა და ამ უკანასკნელს სულიწმინდას კი არ მიაწერენ არამედ ბოროტ ძალას მიაკუთვნებენ ისინი სულიწმინდის გმობას ეწევიან.

 

მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმაი და ყრუი, და განკურნა იგი ვითარმედ ყრუი იგი, და ბრმაი ჰხედვიდა და იტყოდა. და განუკვირდებოდა ერსა მას და იტყოდეს ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებელითა, მთავრითა მით ეშკთაითა. იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაი რომელი განევლთას თავსა თვისსა, მოოხრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცის….

 

უკუეთუ მე სულითა ღრმთისაითა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქვენ ზედა სასუფეველი ღრმთისაი. ამისათვის გეტყვით თქვენ ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.

 

და რომელმან თქუას სიტყვაი ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მთ.12,22-25.28.31.32).