მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 28 - ადამიანთა გამოცნობის შესახებ

 

უბრალოდ და გამოუძიებლად არ უნდა მოვიხიბლოთ ადამიანებით, რომელნიც თითქოს წინასწარმეტყველებად და ჭეშმარიტების მიმდევრებად ასაღებენ თავს, არამედ უნდა შევიცნოთ ისინი წმიდა წერილში ხსენებული ნიშნებით.

 

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთგან იცნეთ იგინი (მთ.7,15.16).

 

– ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას (იო.13,35).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის გაუწყებ თქვენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაითა იტყოდის და თქუას: შეჩვენებულ იესო; და არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესო, გარდა სულითა წმიდითა (Iკორ.12,3).