1. ცოდვა ადამიანს ღვთისაგან განაშორებს და ეშმაკთან აახლოებს.
ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი (იო.8,34).
– თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის თქმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფად. (იო.8,44).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან (რომ.6.20).
2. გულმოდგინება ღვთის ნების აღსრულებაში საცნაურს ხდის ღმერთან სიახლოვეს.
ქრისტეს სიტყვები: რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. (იო.8,47).
უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაი შენი და ძმანნი შენნი გარე დგანან და ხილვაი შენი ჰნებავს, ხოლო თავადმან ჰრქუა მათ; დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი (ლკ.8.20.21).
ქრისტეს სიტყვები: თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ. (იო.15,14).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რომლენი სულითა ღმრთისაითა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი (რომ.8,14).