1. ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება აუცილებელია მარადიული ცხოვრებისათვის.
ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. (იო.6,53.54).
2. ვინც ზიარებას მიეახლება გაუცნობიერებლად იმისა, თუ რისთვის ეძლევა საზიარებლად ქრისტეს სისხლი და ხორცი, ზიარებისაგან სარგებელს ვერ იღებს, უღირსად ზიარებული კი დაისჯება.
ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ, გეტყვით თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. იცოდა იესო თავით თვისით, რამეთუ დრტვინვენ მოწაფენი მისი ამისათვის, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქვენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაი აღმავალი, სადაცა იყო პირველ? სული არს განმაცხოვებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან; სიტყვათა რომელთა გეტყვით თქუენ, სულ არიან და ცხოვრება. (იო.6,53.61-63).
პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადნენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგანი სუნ, ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუმს, რამეთუ არა გამოიკითხა ხორცნი უფლისანი. (Iკორ.11,27-29).
3. უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებას თან უნდა სდევდეს უფლის სიკვდილამდე მორჩილების გახსენება, რათა ცოცხლები უკვე თავისთვის კი არა, მათთვის მომკვდარისა და აღდგომილისათვის ცოცხლობდნენ.
და მიიღო პური, (იესო) ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის მოცემული; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი – ახალი სჯული სისხლისა ჩემისაი თქუენთვის დათხეული. (ლკ.22,19.20).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ უფალი იესო ქრისტე ღამესა მას რომელსა მას მიეცემოდა მიიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის განტეხილი; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული არს სისხლისა ჩემისა; ამას ჰყოფდეთ, ჩემდა მოსახსენებლად, რამეთუ რაოდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. (Iკორ.11,23-26).
– რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა. (IIკორ.5,14.15).
– სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელსა ვაკურთხევთ, არამე ზიარება სისხლთა ქრისტესთა არსა? პური ესე რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთაი არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორცთ ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს. (Iკორ.10,16.17).
4. წმიდა საიდუმლოსთან ზიარებულმა გალობით უნდა განადიდოს უფალი.
მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ (მთ. 26,27). და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხითასა. (მთ. 26,30).