1. ღვთის მორწმუნენი უნდა ისახავდეს პირჯვარს მამისა, ძისა და, სულიწმიდის სახელით.
ქრისტეს სიტყვები: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. (მთ.28,19).
– მიუგო იესო და ჰრქუა მას: ამინ, გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი. (იო.3,3).
2. როგორია მიზანი და ძალა ნათლის ღებისა?
ნათელღებული განახლდება გონით, სიტყვით და საქმით, და მისთვის მინიჭებული ძალით, თავის შემოქმედს ემსგავსება.
ქრისტეს სიტყვები: შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ხმაი მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს, ესრეთ არს შობილი სულისაგან. (იო.3,6-8).
პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეცა თქვენ შეჰრაცხენით თავნი თქვენი მკუდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა დავეფლენით მას ნათელ-ღებათა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმენით მსგავსა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ, ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩვენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვმონებდეთ ჩვენ ცოდვასა. რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. (რომ.6,11.3-7).
– რომლითაცა წინადაიცვითეთ წინადაცუეთითა მით ხელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამის მის ხორცთა მათ ცოდვათაისა, წინადაცუეთითა ქრისტესაითა. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაითა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით. (კოლ.2,11-12).
– რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიებაი, არცა წარმართება; არცა მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველი ერთი ხართ ქრისტე იესოს მიერ. (გალ.3,27-28).
– ნუ უტყუვით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ, და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაი მსაგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისასა, სადა-იგი არა არს წარმართი და ჰურიაი, წინადაცუეთილება, ბარბაროს სკვითელ, მონება აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა ქრისტე. (კოლ.3,9-11).