1. უნდა ააწყო შენი საქმეები, გამომდინერე იქიდან თუ როგორია დღევანდელი ცხოვრება, აუცილებელია გაითვალისწინო წმ. წერილის მაგალითები.
ქრისტეს სიტყვები: ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩვივან და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არს ზაფხული; ეგრეცა თქვენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ რამეთუ ახლო არს, კართა ზედა. (მთ.24,32.33).
– რაჟამს იხილოთ ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყვსეულად სთქვით, ვითარმედ წვიმაი მოაქუს, და არნ ეგრეთ. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქვით ვითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე. (ლუკა12,54.55).
პავლე მოციქულის სიტყვა: ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რომელთა ესხენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარცა არა ესხნეს. და რომელნი ტიროდიან ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არა აქუნდა. და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარვალნ ხატი ამის სოფლისაი. (Iკორ.7,29-31).