მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 16 - შინაგანი თვითგამოსწორების აუცილებლობის შესახებ

 

1. ღვთისსათნო ხალხთან მყოფი, რომელნიც არ იცვლიან აზრთა თავისებურებას, ვერავითარ სარგებელს იღებენ თავისთვის, თუმცა გარეგნულად თითქოს იმ ხალხივით ცხოვრობენ.

 

ქრისტეს სიტყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულწულთა, რომელთა აღიხუენს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იყვნენ ბრძენნი, და ხუთნი სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა… შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მთ.25,1-5.11.12). – გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაუტეოს. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. და სადაცა ხორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს. (ლკ.17,34.35.37).